თურქეთმა შესაძლოა რუსულ გაზზე უარი თქვას - ერდოღანის მუქარა რუსეთს
მსოფლიო - 15:03, 08 Oct, 2015     2133

თურქეთის რუსეთს დაემუქრა, რომ რუსულ გაზს აღარ იყიდის. პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს სხვა ქვეყნებიდანაც შეუძლია გაზის მიღება და თურქული მხარის ბოიკოტი რუსეთისთვის დიდი დანაკლისი იქნება.

მან ასევე არ გამორიცხა, რუსეთთან ატომური ელექტროსადგურის მშენებლობის შესახებ გაფორმებული კონტრაქტის გაწყვეტა.

"თუ ატომურ ელექტროსადგურ "აქუიუს" რუსები არ ააშენებენ, მას სხვები ააშენებენ" - განაცხადა ერდოღანმა.

თურქეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობა მას შემდეგ დაიძაბა, რაც გასულ კვირას, რუსული სამხედრო თვითმფრინავები თურქეთის საჰაერო სივრცეში ორჯერ შეიჭრნენ. პირველი შემთხვევა 3 ოქტომბერს დაფიქსირდა. თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. უწყების განცხადებით, თვითმფრინავის დაფიქსირებისთანავე თურქეთის სამხედრო უწყებამ ორი გამანადგურებელი "ეფ-16" გააგზავნა.

თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი მიიწვიეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, შემთხვევა უამინდობის გამო მოხდა, "შემთხვევით" მოხდა.

ანალოგიური ინციდენტი დაფიქსირადა გუშინაც. ინციდენტის გამო, ოფიციალურმა ანკარამ რუსეთიდან ელჩი კიდევ ერთხელ გამოიწვია.

ინციდენტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტით ვაშინგტონი შეშფოთებულია და ეს ინციდენტი შეიძლებოდა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებითაც დასრულებულიყო.

ნატომ კი გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ქმედებას "სახიფათო და უპასუხისმგებლო" უწოდა.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა "შემთხვევითობას არ ჰგავს" და ამის შესახებ ალიანსს არანაირი რეალური ახსნა-განმარტება არ მიუღია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42