ევროსაბჭო აზერბაიჯანთან თანამშრომლობას წყვეტს
მსოფლიო - 12:59, 08 Oct, 2015     5182

ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში, ევროსაბჭო აზერბაიჯანთან თანამშრომლობას წყვეტს. საერთაშორისო ორგანიზაციის ექსპერტები აზერბაიჯანში ადამიანის უფლებების სამუშაო ჯგუფის მუშაობაში მონაწილეობას აღარ მიიღებენ. ამის შესახებ საბჭოს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაშია ნათქვამი.
განცხადების თანახმად, ევროსაბჭოს გენერალურმა მდივანმა ტორბიერნ იაგლანდმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტს უკვე აცნობა. თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზად აზერბაიჯანში ვითარების "დრამატული გაუარესება" სახელდება.

„ქვეყანაში, უფლებადამცველთა მიმართ დამოკიდებულება მკვეთრად გაურესდა. ბოლო პერიოდში, გაიზარდა აქტივისტთა დაპატიმრების შემთვევები. ევროსაბჭომ ციხეში მათი ყოფნის მიუღებელ პირობებზე საგანგაშო ანგარიში მიიღო" - ნათქვამია განცხადებაში.

ევროსაბჭოს ექსპერტები, ბაქოში მოქმედ სამუშაო ჯგუფში 2014 წლის ოქტომბრიდან შედიან. აღნიშნულ ჯგუფის წევრები ასევე იყვნენ აზერბაიჯანის მთავრობისა და პარლამენტის წევრები, უფლებადამცველები. სამუშაო ჯგუფის მიზანი, ამიერკავკასიაში სამოქალაქო საზოგადოებასა და მთავრობას შორის დიალოგის ხელშეწყობა იყო. ამ სამუშაო ჯგუფში გაწევრიანებული იყო „რადიო თავისუფლების" აზერბაიჯანული ბიუროს ჟურნალისტი ჰადიჯა ისმაილოვაც, რომელსაც 1-ელ სექტემბერს 7,5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ბრიუსელში ისმაილოვას დაპატიმრება მაშნვე გააპროტესტეს და აზერბაიჯანის მთავრობას ახალი სამართლიანი სასამართლო პროცესის ჩატარება მოსთხოვეს. ორი კვირით ადრე კი პატიმრობა 2 აზერბაიჯანელ უფლედამცველს, ცოლ-ქმარს ლეილა და არიფ იუნუსებს მიესაჯათ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42