სირიაში, რუსეთის 57 ავიადარტყმიდან, მხოლოდ ორი იყო ISIS-ის წინააღმდეგ მიმართული - დავითოღლუ
მსოფლიო - 15:01, 07 Oct, 2015     2953
თურქეთის პრემიერ-მინისტრის, აჰმედ დავითოღლუს განცხადებით, სირიაში, რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული 57 დარტყმიდან მხოლოდ ორი იყო "ისლამური სახელმწიფოს" პოზიციების წინააღმდეგ

დავუთოღლუს თქმით, მას არ სურს, რომ სირიის კონფლიქტი რუსეთ-ნატო-ს ან რუსეთ-თურქეთის ურთიერთობის გაუარესების მიზეზი გახდეს. თუმცა, აღნიშნა, რომ თურქეთი, როგორც ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის წევრი, საზღვრების დარღვევას არ დაუშვებს.
თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ანკარა რუსი და თურქი სამხედროების შეხვედრის ინიციატივით გამოდის. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის უწყებამ დაადასტურა, რომ მოლაპარაკებები უკვე მიმდინარეობს.
შეგახსენებთ, რუსულმა სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო ორჯერ დაარღვია. პირველი შემთხვევა შაბათს დაფიქსირდა. თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, რუსულმა თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე სირიის მხრიდან დაარღვია. უწყების განცხადებით, თვითმფრინავის დაფიქსირებისთანავე თურქეთის სამხედრო უწყებამ ორი გამანადგურებელი "ეფ-16" გააგზავნა.
თურქეთის საგარეო უწყების ცნობით, მომხდართან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტროში რუსეთის ელჩი მიიწვიეს და საპროტესტო ნოტა გადასცეს. ოფიციალური მოსკოვის განცხადებით, შემთხვევა უამინდობის გამო მოხდა, "შემთხვევით" მოხდა.

ანალოგიური ინციდენტი დაფიქსირადა 4 ოქტომბერსაც. ინციდენტის გამო, ოფიციალურმა ანკარამ რუსეთიდან ელჩი კიდევ ერთხელ გამოიწვია.

ინციდენტს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გამოეხმაურა. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტით ვაშინგტონი შეშფოთებულია და ეს ინციდენტი შეიძლებოდა სამხედრო თვითმფრინავის ჩამოგდებითაც დასრულებულიყო.

ნატომ კი გავრცელებულ განცხადებაში რუსეთის ქმედებას "სახიფათო და უპასუხისმგებლო" უწოდა.

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსული სამხედრო თვითმფრინავების თურქეთის საჰაერო სივრცეში შეჭრა "შემთხვევითობას არ ჰგავს" და ამის შესახებ ალიანსს არანაირი რეალური ახსნა-განმარტება არ მიუღია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42