მინისტრებმა "ბორჯღალოსნების" მხარდასაჭერად რაგბი ითამაშეს
სპორტი - 11:44, 07 Oct, 2015     1754

6 ოქტომბერს „შევარდენის" რაგბის სანაკრებო ბაზაზე, მსოფლიოს თასზე წარმატებით მოთამაშე საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მხარდასაჭერი მატჩი გაიმართა, სადაც მონაწილეობა სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ, ვეტერანმა მორაგბეებმა და მთავრობის სხვა წარმომადგენლებმა მიიღეს.

ამხანაგური მატჩის - "მინისტრები და ვეტერანები ბორჯღალოსნებისათვის" მიზანი ქართველ მორაგბეთა მხარდაჭერა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდა გახლდათ. შეხვედრა ფრედ 5:5 დასრულდა, სამახსოვრო თასები ორივე გუნდის შემადგენლობაში მოთამაშე მინისტრებს გადაეცათ, სპეციალური პრიზი გამძლეობისათვის კი ვეტერან მორაგბეს - ავთო ღიბრაძეს ერგო.

შეხვედრას დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩი საქართველოში ალექსანდრა ჰოლ ჰოლი და მთავრობის სხვა წევრები - ინფრასტრუქტურისა და რეგიონული მართვის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ სანიკიძე, ევროინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე, პარლამენტარი ირაკლი ტრიპოლსკი, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსი ანზორ ჩუბინიძე, ასევე სხვადასხვა სამინისტროების და რაგბის კავშირის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და გულშემატკივრები დაესწრნენ.

მატჩის მხარდამჭერი იყო "ვითიბი ბანკი", ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას და მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მხარდაჭრას შეუერთდა სუხიშვილების ცეკვის აკადემია. "სუხიშვილებმა" მატჩის დაწყებამდე "შევარდენის" სტადიონზე მისულ გულშემატკივარს საცეკვაო ფლეშმობი შესთავაზეს, შეხვედრაზე იმყოფებოდა ცნობილი მომღერალი ნინო სურგულაძეც მისი საქველმოქმედო ფონდის ბენეფიციარ ბავშვებთან ერთად.

მატჩის კომისარი დავით კიღურაძე გახლდათ, მსაჯი მალხაზ კოროშინაძე, ხოლო კომენტატორი ნიაზ მამრიკიშვილი.

შეხვედრის ორგანიზატორმა მინისტრებმა, ვეტერანებმა და გულშემატკივრებმა საქართველოს ნაკრებს 7 ოქტომბრის მნიშვნელოვანი მატჩის წინ წარმატება უსურვეს. საქართველოს ნაკრები დიდ ბრიტანეთში მიმდინარე მსოფლიო თასზე ბოლო შეხვედრას 7 ოქტომბერს ნამიბიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს.

გამარჯვების შემთხვევაში, "ბორჯღალოსნები" საუკეთესო 12 ნაკრებს შორის მოხვდებიან და 2019 წლის მსოფლიო თასის საგზურს გაინაღდებენ. მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გადასცემს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42