განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ავტორიზაციის საბჭომ გადაწყვეტილება ათსაათიანი განხილვის შემდეგ მიიღო.
საბჭოს თავმჯდომარე კახი ყურაშვილმა განაცხადა, აღმოჩნილ საავტორიზაციო დარღვევებთან დაკავშირებით საბჭოს წევრების აზრი ერთგვაროვანი არ ყოფილა, რიგ ჩამონათვალზე დაფიქსირდა ერობლივი პოზიცია და ისინი არ ჩაითვალა არსებით დარღვევებად, ხოლო რიგ საკითხებზე იყო ცალსახა პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ადგილი ჰქონდა უხეშ დარღვევებს.
ძირითად დარღვევებს შორის დასახელდა აკადემიური პერსონალის შერჩევისა და დანიშვნის საკითხი, კერძოდ, ის, რომ უნივერსიტეტში დაინიშნა მხოლოდ მიწვეული პერსონალი და დირექტორის გადაწყვეტილებით, გაბათილდა პერსონალის შერჩევის საკონკურსო გადაწყვეტილებები.
საბჭოს სხდომა აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტების პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა. აგრარული უნივესიტეტის რექტორატი გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს.
მასალის გამოყენების პირობები






