"არა ოკუპაციას!"; "მუსიკას - დიახ! ძალადობას - არა!"; "გრცხვენოდეთ!" მსგავსი შინაარსის პლაკატებით დღეს კონსერვატორიის წინ პიკეტზე რამდენიმე ათეული ადამიანი შეიკრიბა მაშინ, როცა დიდ საკონცერტო დარბაზში მსოფლიოს ნომერ პირველი ალტისტი იური ბაშმეტი დირიჟორობდა.
როგორც აქციის მონაწილეები განმარტავდნენ, მათი პროტესტი ეკუთვნის არა ბაშმეტის მუსიკალურ შემოქმედებას, არამედ იმ პოლიტიკურ პოზიციას, რომელიც ბაშმეტს უკავია და რომელმაც რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულ აფხაზეთს სოხუმიდან მიულოცა "გათავისუფლება".
"ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხივალის მოსახლეობას მან დამოუკიდებლობა მიულოცა, ადამიანი რომელმაც განაცხადა, რომ ცხინვალის ტერიტორიაზე ქართველებმა მოაწყეს ეთნიკური წმენდა, დღეს საქართველოში თავისუფლად ჩამოდის და მართავს კონცერტს, ეს სირცხვილია", - აღნიშნავენ აქციის მონაწილეები.
შეგახსენებთ, რომ 2008-ში იური ბაშმეტი ძალიან ამაყობდა თავისი ქვეყნის ხელისუფლების მოქმედებით. მან, ვალერი გეორგიევთან, ფაზილ ისკანდერთან და რუსეთის კულტურის ზოგიერთ სხვა მოღვაწესთან ერთად ხელი მოაწერა წერილს, სადაც ქართველები მოხსენიებული არიან როგორც აგრესორები, ოსი ხალხის გენოციდის მომწყობები და აშ. (იხ. ციტატები წერილიდან):
"...региональная война, развязанная марионеточным режимом Михаила Саакашвили против населения Южной Осетии, есть ничто иное, как начало необъявленной войны, которую США и их европейские союзники развязали против России руками братского грузинского народа".
"войска Грузии подвергли страшным пыткам и издевательствам детей, женщин, стариков, уничтожили около двух тысяч мирных жителей".
" значительная часть грузин, сама того не сознавая, служит орудием в руках новой "Империи Зла" - то есть ведущих "коварную политику" и стремящихся к глобальному доминированию США"
მასალის გამოყენების პირობები






