შეუძლიათ თუ არა ცხოველებსა ადამიანის დაწყევლა და პატრონის მომავლის განსაზღვრა
ეს საინტერესოა - 18:13, 05 Oct, 2015     6425
არავინ იცის, როგორ გრძნობენ ცხოველები მოსალოდნელ საფრთხეებს წინასწარ, რატომ არის უბედურების მომტანი ობობისა და კატის მოკვლა, რატომ მოასწავებს სახლში თაგვების მომრავლება სიღარიბეს, როგორ გრძნობენ ძაღლები პატრონის ავადმყოფობას ან რატომ ნიშნავს ჭიანჭველების შემოსევა სახლში, ფინანსების შემოდინებას. ასევე, ცოტამ თუ იცის, რომ შინაურ ცხოველებსა და არა მარტო შინაურს, ტელეპათიის თანდაყოლილი უნარი აქვთ, რომლის საშუალებითაც ისინი ადამიანის აზრებს იგებენ. როგორც ეზოთერიკოსი დავითი ჟურნალ თბილისელებთან ინტერვიუში აცხადებს ცხოველებს მომავლის მინიშნებაც შეუძლიათ და თუ რამეს დაუშავებთ ისეთი წყევლაც იციან, რომ ცხოვრებას ჯოჯოხეთად აქცევენ. რამდენად რეალურია ეს მოსაზრება, მართლა აქვს თუ არა ცხოველს მომავლის განჭვრეტისა და ამის რაღაც ქმედებით გადმოცემის უნარი, როდის იწყევლება ის ან გვამცნობს რაიმე საფრთხეს ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ცხოველები, უბრალოდ, გარემო ფაქტორების ცვლილებას აღიქვამენ ჩვენზე უკეთ და გაცილებით მეტად მგრძნობიარენი არიან მოვლენების მიმართ. არადა, მათ მომავლის განჭვრეტის და ამის რაღაც ქმედებით გადმოცემის უნარიც აქვთ. ცხოველს, ადამიანებზე უკეთ შეუძლია მომავლის დანახვა, წინათგრძნობის გამოვლენა და გარემო ფაქტორებზე რეაგირება. ჩვენ გარემო ფაქტორების ცვლილებების აღქმა არ შეგვიძლია და ამიტომ, ცხოველების მოქმედება ზებუნებრივად და სასწაულებრივად გვეჩვენება. ბავშვობიდან მიყვარდა ცხოველები და ყოველთვის მყავდა სახლში. მათთან ერთად ვთამაშობდი, ვსეირნობდი, მეძინა, ერთი სიტყვით, ხშირი კონტაქტი მქონდა. სწორედ ამიტომ დავიწყე მათზე დაკვირვება უკვე წლებია და ბევრი საინტერესო აღმოჩენაც გავაკეთე. რასაკვირველია, ჩემს დასკვნებს ბევრი არ გაიზიარებს, მაგრამ, ბევრიც დაფიქრდება და თავად მიხვდება, რომ მართალს ვამბობ. ჩემი დაკვირვებით, იმ დასკვნამდეც კი მივედი, რომ ცხოველები სრულიად აუხსნელი მგრძნობელობით თუ გონიერებით გამოირჩევიან.

ცხოველს აქვს როგორც ტელეპათიის, ისე მიმართულების გამოცნობის უნარი და წინათგრძნობა. ზოგიერთ ცხოველს, შესაძლოა, პატრონთან ფსიქიკურად ძლიერი და მჭიდრო კავშირი ჰქონდეს და სწორედ ამით იგებს, როდის ბრუნდება მისი მზრუნველი პატრონი სახლში. ეს ტელეპათიურად ხდება. რაც შეეხება მიმართულების გამოცნობის უნარს, ის აქვთ ძაღლს, კატასა და ფრინველებს, რადგან შორს წასვლის შემდეგაც იოლად აგნებენ პატრონს. ხოლო, რაც შეეხება მათ წინათგრძნობას, ისინი წინასწარ გრძნობენ მოსალოდნელ საფრთხეებს და სხვა მოვლენებს. ზოგადად კი, ცხოველსა და მათ პატრონს შორის ძლიერი ფსიქიკური კავშირია და ტელეპათიის უნარიც აქედან წარმოიშობა. სხვათა შორის, ცხოველსაც შეუძლია ადამიანის დაწყევლა და ეს ძალიან საშიშია. ამიტომ, არ გირჩევთ მათ წვალებას. განსაკუთრებით საშიში კატის წყევლაა. ხომ გაგიგიათ, მათ შვიდი სიცოცხლე აქვთ და თუ მას გააბრაზებთ, აწვალებთ ან მოკლავთ, ის ამას არასდროს გაპატიებთ. მთელი ცხოვრება მისი დაწყევლა, თვალებიდან წამოსული ზიზღი და ნეგატიური აურა გაგაწამებთ და შეგიქმნით ბარიერსა და წინაღობას მაშინ, როცა ამას არ ელით. რასაკვირველია, წვალებაში იმას არ ვგულისხმობ, პატრონი რომ ეთამაშება და სიყვარულით აწვალებს. ამას წინათ ტელევიზიით ვნახე ახალგაზრდები როგორ ატყავებდნენ სასაფლაოზე კატას და მისი თვალები რომ აჩვენეს ახლოდან, ზუსტად მივხვდი მისი მზერიდან, რომ ის იწყევლებოდა. იმ ახალგაზრდებს კი საშინელი მომავალი ექნებათ.

წამების დროს თუ კარგად დააკვირდებით თვალებში ცხოველს, მის ზიზღს ამოიკითხავთ. ამიტომ არ გირჩევთ, ცხოველს რამე დაუშავოთ, თორემ მისი შურისძიება მთელი ცხოვრების განმავლობაში გაგყვებათ და სიცოცხლეს გაგიმწარებთ. მაგრამ, თუ ცხოველმა თქვენგან სითბო, სიყვარული და ყურადღება იგრძნო, მისგან ერთგულებასა და დახმარებას ელოდეთ, მით უმეტეს – გაჭირვების ჟამს და მოსალოდნელი საფრთხის წინ.



წყარო "თბილისელები"





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42