რაც შეეხება ოფიციალური მოსკოვის შეფასებას, რომ ბაშარ ასადის ყველა შეიარაღებული ოპონენტი ტერორისტია, ობამა კატეგორიულად ეწინააღმდეგება და მას ,,უბედურების რეცეპტს“ უწოდებს. ობამას თქმით, მთავარი პრობლემა სწორედ სირიის ლიდერის მხრიდან საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გამოვლენილი სისასტიკეა, რის გამოც ის უნდა წავიდეს.
ობამას განცხადებით, აშშ გააგრძელებს ბრძოლას ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ და შეინარჩუნებს კონტაქტებს სირიის ზომიერ ოპოზიციასთან.
"კონფლიქტის სამხედრო გზით გადაწყვეტა და რუსეთისა და ირანის მცდელობა, დაეხმარონ ასადს და დააწყნარონ მოსახლეობა, მათ მხოლოდ ჭაობში ჩააფლობს. სამწუხაროდ, ბატონმა პუტინმა თქვა, რომ ის ვერ ხედავს განსხვავებას ისლამისტებსა და ოპოზიციას შორის, რომლებსაც ასადის წასვლა სურთ და მიაჩნია, რომ ისინი ყველანი ტერორისტები არიან. ეს უბედურების რეცეპტია, რომელსაც მე უარვყოფ. არ ვაპირებთ, რომ სირია ვაქციოთ უფლებამოსილების ომად შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის. ეს ცუდი სტრატეგია იქნება, რადგან ეს არის რუსეთის, ირანისა და ასადის ომი სირიელი ხალხის უმრავლესობის წინააღმდეგ," - განაცხადა ბარაკ ობამამ.
მასალის გამოყენების პირობები






