ამის შესახებ ჯემალ ჭკუასელმა ექსკლუზიურ ინტერვიუში გაზეთ "ასავალ-დასავალს" უთხრა:
"კულტურის მუშაკები პოლიტიკოსების მიერ გაფუჭებულ საქმეს ვასწორებთ და არავის არაფერს ვვნებთ. ქართველებმა ასეთი სანაქებო კულტურა იმიტომ უნდა ჩავკეტოთ, რომ ვიღაცას რომელიღაც ქვეყანა არ მოსწონს? ჩვენ ჩავატარეთ კონცერტები როსტოვში, კრასნოდარში, სტავროპოლში, 9-10 მარტს კი გამოვედით მოსკოვის კრემლის დარბაზში.
მადლობას ვუხდი რუს ხალხს ასეთი შეხვედრისთვის, მაყურებელი ტიროდა, ფეხზე ამდგარი დიდხანს უკრავდა ტაშს. კულისებში მეც ვტიროდი... ამ ყველაფერმა ნოსტალგია გამიჩინა, ამათ უნდათ დოსტოევსკიზეც უარი ვთქვათ, პუშკინზეც და რუსულ კულტურაზე საერთოდ...", - ამბობს ჯემალ ჭკუასელი.
"ერისიონის" სამხატვრო ხელმძღვანელმა 2008 წლის აგვისტოში რუსთაველზე ჩატარებული კონცერტიც გაიხსენა და, შეეხეო რა ბრალდებას, თითქოს კრემლში ცეკვა დაღუპული ქართველი ბიჭების საფლავებზე ცეკვის ტოლფასია, რიტორიკული შეკითხვაც დასვა:
"როგორ ბედავენ ასეთ ლაპარაკს?! ვინც ამას ამბობს, ეტყობა, საფლავებზე ცეკვა თვითონ იცის. თვითონ იბანავეს ქართველი ბიჭების სისხლში, ხელები სისხლში აქვთ გასვრილი და ჩვენზე ლაპარაკობენ? მიპასუხონ, 2008 წელს აგვისტოში, როდესაც ცხივნალში ჩვენი დაღუპული ბიჭები მიწაზე ეყარნენ, რა აცეკვებდათ რუსთაველზე, რას თამაშობდნენ? უწმინდესი ჩაბრძანდა ცხინვალში და ჩამოასვენა ჩვენი ბიჭები...
,,ერისიონს" არ გაუთხრია ბულდოზერით საფლავები და მიწაში არ ჩაუყრია უგუნური პოლიტიკოსების მიერ განწირული ჩვენი ბიჭები. ,,ერისიონი" პატივს სცემს ჩვენი ბიჭების საფლავებს, ვეფერებით მათ სულებს. უნდა დასრულდეს ამათი ტყუილების გავრცელება, არ ვიცი რას აკეთებენ პოლიტიკოსები რუს და ქართველ ერს შორის მშვიდობიანი ურთიერთობისთვის, მაგრამ ის კი ვიცი, რომ ხელოვანი ადამიანები დაპირისპირებას არ ვაღვივებთ..."
ჯემალ ჭკუასელს მიაჩნია, რომ პოლიტიკასთან გამიზნულად აკავშირებენ და აცხადებს, რომ რუსეთში წასვლას არ ნანობს:
"მე ხმამაღლა ვაცხადებ: სულაც არ ვნანობ რუსეთში წასვლას, რუს ხალხს უყვარს საქართველო, მეც მიყვარს რუსი ერი, პატივს ვცემ მათ ხელოვნებას, მათ ფოლკლორს... პოლიტიკაში არ ვერევი და გამიზნულად ნუ მაბამენ პოლიტიკას!.."
მასალის გამოყენების პირობები






