როგორც მელაძე ამბობს, ხიდაშელი ჯერკიდევ გასული წლის ოქტომბერში ცდილობდა ტელევიზიაზე გავლენის მოპოვებას და ამის დასტურად, მას "ფეისბუქით" გავრცელებული მიმოწერა მოჰყავს. სადაც დეპუტატი და არასამთავრობო ორგანიზაციების წევრები, საზოგადოებრივი მაუწყებლის რეფორმირების აუცილებლობაზე საუბრობენ.
"რეფორმის ნებისმიერი მცდელობა ჩვენს მიერ შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც ზეწოლის ერთ-ერთი ფორმა. უკვე დადასტურებული ფაქტით შესაძლოა აღინიშნოს, რომ ის რაც არჩევნების შემდეგ დაიწყო ქალბატონი თინა ხიდაშელის მხრიდან, დასტურდება მისი მიმოწერებით სხვადასხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან.
ქალბატონი თინა, პირდაპირ მოუწოდებდა აღნიშნულ ორგანიზაციებს, რომ აეგდოთ ბურთი და შემდეგ თავად გააგრძელებდნენ მოედანზე თამაშს. ეს თამაში დღეს ბატონი დავით უსუფაშვილის ორკესტრირებით მიმდინარეობს", - აღნიშნა მელაძემ.
მასალის გამოყენების პირობები






