"1 ოქტომბერს, "სუ-34"-ის ტიპის თვითმფრინავებმა იერიშები მიიტანეს "ისლამური სახელმწიფოს" საწვთნელ ბანაკზე დასახლებულ პუნქტ მადან-ჯადიდის რაიონში და ქალაქ რაკადან სამხრეთ_აღმოსავლეთით, კასერტ-ფარაჯის რაიონში მდებარე შენიღბულ სამეთაურო პუქნტზე" - განაცხადა კომაშენკოვმა.
მისი თქმით, რუსული ავიაიერიშების შედეგად "ისლამური სახელმწიფოს" კუთვნილი 12 ობიექტი გაანადგურდა.
იგორ კონაშენკოვმა ასევე განაცხადა, რომ "სუ-34"-ები სამიზნეებს 5 000 მეტრის სიმაღლიდან
რუსულმა ავიაციამ სირიაში საჰაერო ოპერაცია 30 სექტემბერს დაიწყო. თუმცა, მედიაში გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი იპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია.
სირიის ოპოზიციის განცხადებით, გუშინდელ იერიშებს ქალაქ ჰომსთან 36 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, მათ შორის არის 5 ქალი და 6 ბავშვი.
ოფიციალური მოსკოვი მოსახლეობაში მსხვერპლის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






