კოტე კუბლაშვილმა ვენეციის კომისიის დასკვნა შეაჯამა
სამართალი - 15:17, 11 Mar, 2013     684

 


უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ საგანგებო ბრიფინგი გამართა და აღნიშნა, რომ სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონეა ვენეციის კომისიის ჩართულობა.

 

" ის გარემოება, რომ ვენეციის კომისიამ გაითვალისწინა სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენელთა შენიშვნები და თავის დასკვნაში მიუთითა, რომ "სასამართლო ხელისუფლების მომავალი ფუნქციონირებისა და ორგანიზაციული საკითხების შემუშავების დროს საკანონმდებლო უფლებამოსილების გამოყენებისას პარლამენტმა თავი უნდა შეიკავოს ისეთი ზომების მიღებისგან, რომელიც საფრთხეს შეუქმნის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის უწყვეტობას".

 

ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დაკომპლექტების ახალი წესის ამოქმედება ავტომატურად არ უნდა იწვევდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველი შემადგენლობის უფლებამოსილების შეწყვეტას. აღნიშნული დასკვნის მიხედვით ცვლილების ამოქმედება ახალი მთავრობის ან საპარლამენტო უმრავლესობის მიერ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მისთვის არასასურველი შემადგენლობის საკანონმდებლო ცვლილებების გზით შეცვლის გაუმართლებელ და სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის ხელმყოფ პრეცედენტს შექმნიდა.

 

ვენეციის კომისიის რეკომენდაციით: სასამართლოების თავმჯდომარეებს, თავმჯდომარის პირველ მოადგილეებს, მოადგილეებს, პალატებისა და კოლეგიების თავმჯდომარეებს და ყველა იმ პირებს, რომლებსაც აღნიშნული პოზიციები ეკავათ საბჭოს არჩევნებამდე ბოლო 1 წლის განმავლობაში, უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ საბჭოს წევრობის კანდიდატები: შესაძლებელია, კანონმა დააწესოს შეზღუდვები საბჭოს შემადგენლობაში მყოფი თავმჯდომარეების რაოდენობასთან მიმართებაში; ასევე, შესაძლებელია, კანონმა დააწესოს მოთხოვნა, რომ სასამართლოს თავმჯდომარის საბჭოში არჩევის შემთხვევაში, მას მოუხდეს თავმჯდომარის თანამდებობის დატოვება.

 

ამოღებულ იქნას მუხლი, რომელიც ითვალისწინებს, რომ ახალი კანონის ამოქმედებისთანავე, "იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ძველ შემადგენლობას, გარდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარისა, შეუწყდება უფლებამოსილება". ვენეციის კომისიის რეკომენდაციით მომავალში შესაძლებელია განხილული იქნეს სხვა გარდამავალი დებულების მიღება, რომელიც არსებულ საბჭოს შემადგენლობას დააახლოებს მისი მომავალში დაკომპლექტების მეთოდთან.

 

მაგალითად, იმის მითითებით, რომ სასამართლოს მოქმედი თავჯდომარეები უნდა გადადგნენ თავმჯდომარეობიდან იმისათვის, რომ შეინარჩუნონ საბჭოს წევრობა. შესაძლოა, ასევე გადაიხედოს ადმინისტრაციული კომიტეტის მიერ მოსამართლეთა კონფერენციის ნაცვლად მოსამართლეთა დანიშვნის პროცედურა", - განაცხადა კუბლაშვილმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42