შეგახსენებ, სამშაბათს მინსკში სამმხრივმა საკონტანქტო ჯგუფის შეხვედრა გაიმართა. საკონტაქტო ჯგუფმა ხელი მოაწერა შეთანხმებას, რომელიც გამყოფი ხაზიდან 100 მილიმეტრზე ნაკლები კალიბრის შეიარაღების გაყვანას ითვალისწინებს.
აღნიშნული ინიციატივა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოს ეკუთვნის. მიღწეული შეთანხმებით, გამყოფი ხაზიდან შეიარაღების გაყვანა ორ ეტაპად მოხდება. პროცესი თვეზე მეტს გაგრძელდება.
აგვისტოს ბოლოს, მინსკის საკონტაქტო ჯგუფის შეხვედრაზე მხარეები 1 სექტემბერს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმდენენ. ამის შესახებ ეუთო-ს თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა, მარტინ საიდიკმა განაცხადა.
"საკონტაქტო ჯგუფს გარდაუვლად მიაჩნია. რომ სასწავლო წლის დაწყებისთანავე პირველი კვირის განმავლობაში უზრუნველყოს ცეცხლის შეწყვეტა" - განაცხადა საიდიკმა.
მისივე თქმით, მხარეეებმა უნდა გაცვალონ ინფორმაცია კონფლიქტის ზონაში მდებარე სკოლების და მასთან მიმსასვლელი გზების შესახებ, რათა მოსწავლეებმა სკოლაში მისვლა უსაფრთხოდ შეძლონ.
დონეცკის ე.წ სახალხო რესპუბლიკის ხელმძღვანელის, დენის პუშილინის თქმით, ინიციატივას შეხვედრისას ყველა მხარემ დაუჭირა მხარი.
აღმოსავლეთ უკრაინაში პრორუს მებრძოლებსა და უკრაინის არმიას შორის სვითარება აგვისტოს დასაწყისში კვლავ დაიძაბა. კიევი და დასავლეთი ამბოხებულების მხარდაჭერაში მოსკოვს ადანაშაულებს, რასაც რუსეთი კატეგორიულად უარყოფს.
მასალის გამოყენების პირობები






