ის სიტუაცია, რაც ჩვენ ახლა გვაქვს, სრული კრახია, რომელიც არ ვიცით როგორ შეიძლება გამოსწორდეს, - ასე აფასებს დონეცკელი სეპარატისტების ლიდერი გირკინი მათ დღევანდელ მდგომარეობას.
„ალბათ დაიწერა გეგმა, რომლის თანახმადაც ჩვენი ორი რეგიონი, დონეცკისა და ლუგანსკის, ავტონომიის სახით დაუბრუნდება უკრაინას, დღვანდელი ლიდერების მეთაურობით, სანაცვლოდ უკრაინა დეფაქტო აღიარებს ყირიმის რუსეთის შემადგენლობაში გადასვლას. შემდეგ ყველაფერი თავის კალაპოტს დაუბრუნდება, სანქციები ნელნელა გაუქმდება, ანუ ყველაფერი იქნება ისე, როგორც იყო პლიუს ყირიმი.
გირეკინი ასევე აცხადებს, რომ ამ გეგმით უკრეაინა ხდება ფედერალური სახელმწიფო, რაც ერთგვარი დამამუხრჭებელი ბერკეტი იქნება მისი ნატოში შესვლის საწინააღმდეგოდ.
„ეს შესანიშნავი გეგმაა რუსეთისთვის, მაგრამ მავანთ მისი კიევთან შეტანხმება დაავიწყდა. კიევს ეს არ აწყობს, მისი პოზიციაა ან ყველაფერი ან არაფერი, მას სურს რუსეთის სრული კაპიტულაცია, „ნოვოროსიისა“ და ყირიიმის უკან დაბრუნება,“ - აცხადებს გირკინი და ამას რუსეთის კრახად თვლის.
მასალის გამოყენების პირობები






