ამის შესახებ მამედიაროვმა გაერო-ს გენერალური ასამბლეის 70-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"26 სექტემბერს სომხეთის პრეზიდენტმა განცხადება გააკეთა და აზერბაიჯანის ოკუპირებულ რეგიონზე - მთიან ყარაბაღზე, როგორც სომხეთის ნაწილზე ისაუბრა. აზერბაიჯანი კატეგორიულად ეწინააღმდეგება აგრესორის ამ ცრუ განცხადებას. ეს განცხადება კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ სომხეთი უგულებელყოფს გაერო-ს წესდებასს და საერთაშორისო სამართალით გათვალისწინებულ საკუთარ ვალდებულებებს და ფაქტობრივად, აღიარებს აზერბაიჯანის მიმართ განხორციელებულ აგრესიას. ეს არის მტკიცებულება იმისა, თუ რამნდენად შორის არის სომხეთი, კონფლიქტის კონსტრუქციული გზით მოგვარებისგან. - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისრტმა.
მისი თქმით, მთიანი ყარაბაღის რეგიონი ყოველთვის იყო და დარჩება აზერბაიჯანის განუყოფელი ნაწილად, ხოლო კონფლიქტის დარეგულირება მხოლოდ აზერბაიჯანის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული დაცვის გათვალისწინებითაა შესაძლებელი.
„რაც უფრო მალე შეურიგდება რელობას სომხედი, კონფლიქტიც მით უფრო მალე დასრულდება. ამავდროულად, ამ ორი ქვეყნისა და რეგიონის ხალხს თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების შესაძებელობები მიეცემა“ - დასძინა მამედიოროვმა.
მასალის გამოყენების პირობები






