ისტორიაში პირველად, ნიუ-იორკში გაეროს შტაბბინასთან პალესტინის ავტონომიის დროშა აღიმართა.
ცერემონის , პალესტინის ავტონომიის ლიდერი მაჰმუდ აბასიც ესწრებოდა, რომელიც დროშის აღმართვამდე გაეროში სიტყვით გამოვიდა და ისრაელი აგრესიაში დაადანაშაულა. აბასმა მსოფლიო საზოგადოებას, ალესტინელების დაცვისა და ისრაელის ოკუპაციის დასრულებისკენ მოუწოდა.
პალესტინის დროშის აღმართვის გადაწყვეტილება გაეროში , სექტემბრის დასაწყისში კენჭისყრის შედეგად იქნა მიღებული. „სიენენის“ ინფორმაციით, აღნიშნულ ინიციატივას ორგანიზაციის 193 წევრი ქვეყნიდან 119-მა მისცა ხმა. შესაბამის რეზოლუციას მხარი არ დაუჭირა ისრაელმა და აშშ-მა.
ისრაელის წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ პალესტინის დროშის აღმართვის გადაწყვეტილება გაერო-ში პალესტინის, როგორც სახელმწიფოს გაწევრიანებისკენ გადადგმული ნაბიჯია, რასაც ოფიციალური თელ-ავივი არასოდეს შეეგუება.
პალესტინა გაეროს არაწევრი დამკვირვებელი ქვეყნის სტატუსით სარგებლობს, რაც გაეროს ასამბლეებსა და დებატებში მონაწილეობის უფლებას აძლევს.
მასალის გამოყენების პირობები






