აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ჯონ კერი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი ერთმანეთს შეხვდნენ. მხარეებმა სირიაში არსებული ვითარება და კონფლიქტში რუსული ავიაციის ჩართვის საკითხები განიხილეს.
აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაშინგტონი შეშფოთებულია იმ დახმარებით, რომელსაც მოსკოვი სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადს უწევს. თუმცა, ოფიციალური ვაშინგტონი მზადაა რუსეთის ქმედებებს მხარი დაუჭიროს, თუკი ის რეალურად"ისლამური სახელმწიფოს" და "ალ-ქაიდასთან" დაკავშირებული ორგანიზაციის წინააღმდეგ არის მიმართული.
მხარეები სამხედრო კოორდინირების გაუმჯობესებაზე შეთანხმდნენ.
ამერიკელი და რუსი ექსპერტები ავიადარტყმების კოორდინირების საკითხზე სასაუბროდ ერთმენთს სავარაუდოდ, 1 ოქტომბერს შეხვდებიან.
ჯინ კერიმ აღნიშნა, რომ სერგეი ლავროვთან შეხვედრაზე გარკვეული წინადადებები შეიმუშავეს, რომელიც სირიაში სამოქალაქო ომის დასრულებისკენ და პოლიტიკური პროცესის დაჩქარებისკენაა მიმართული.
რუსულმა თვითმფრინავებმა სირიის ტერიტორიაზე ავიაიერიშების მიტანა გუშინ დაიწყეს. დასავლეთში ეჭვობენ, რომ "ისლამური სახელმწიფოს" ნაცვლად, რუსული ავიაცია ასადის ოპონენტების პოზიციებს ბომბავს.The Syrian Observatory for Human Rights-ის წარმომადგენლების განცხადებით, რუსეთის მიერ განხორციელებულმა დაბომბვებმა 27 სამოქალაქო პირი იმსხვერპლა, მათ შორის არის 5 ქალი და 6 ბავშვი.
თავისმხრივ, სერგეი ლავროვი სირიის ოპოზიციის პოზიციების დაბომბვას უარყოფს და ვაშინგტონს ამის დამადასტურებელი ოფიციალური დოკუმენტების წარდგენას სთხოვს.
მასალის გამოყენების პირობები






