შსს საზღვარზე გადაადგილებული ვიზიტორების შესახებ სტატისტიკას აქვეყნებს
სამართალი - 14:04, 11 Mar, 2013     465


შსს-ს განმარტებით,  მათ გაანგარიშების მეთოდოლოგიაში გარკვეული სიახლე შეიტანეს.

„ვიზიტების რაოდენობა დაიყო სამ პირობით კატეგორიად (ასეთი ტიპის გრადაცია გასული წლების განმავლობაში არ ხორციელდებოდა და საზღვრის კვეთის თითოეული ფაქტი გაიგივებული იყო უნიკალური პირის (ტურისტი) ვიზიტთან), კერძოდ:

ა) ტურისტი - უცხო ქვეყნის მოქალაქის ვიზიტი, რომელიც კვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და ქვეყანაში რჩება არა ნაკლებ 24 საათისა და არა უმეტეს ერთი წლის ვადით;

ბ) ტრანზიტი - უცხო ქვეყნის მოქალაქის ვიზიტი, რომელიც კვეთს საქართველოს სახელმწიფო საზღვარს და არა უმეტეს 24 საათის განმავლობაში გადის მესამე ქვეყანაში;

გ) სხვა - ყველა დანარჩენი კატეგორიის პირის ვიზიტი, რომელთაგანაც ძირითადად სჭარბობენ მეზობელი სახელმწიფოების საზღვრისპირა რეგიონებში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეები, რომლებიც სამეწარმეო, სავაჭრო თუ სხვა მიზნით ხშირი პერიოდულობით და 24 საათზე ნაკლები ხანგრძლივობით კვეთენ საქართველოს სახელმწიფო საზღვარს“, - აცხადებენ შსს-ში.

უწყების ინფორმაციით, რაც შეეხება 2012 სრულ კალენდარულ წელს, ამ პერიოდში საქართველოში განხორციელდა საზღვრის 4 389 256 კვეთა, ხოლო ზემოაღნიშნული გრადაციის მიხედვით მონაცემთა თანაფარდობა შემდეგია:

ა) ტურისტი - 1 789 592 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 40.8%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 35,7%);

ბ) ტრანზიტი - 754 938 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 17,2%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 53,6%);

გ) სხვა - 1 844 726 (საერთო რაოდენობის 42%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 82,3%).

„კვეთების საერთო რაოდენობის კუმულატიური ზრდის ინდექსი 2011 წლის მაჩვენებელთან შედარებით 55,5 პროცენტია. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით იგივე ხარისხის საშუალო ყოველთვიური ზრდა ნარჩუნდებოდა მთელი გასული წლის განმავლობაში, რამაც პიკს ივლისის თვეში მიაღწია და 72%-ით განისაზღვრა. წლის ბოლოსთვის აღინიშნა ზრდის დინამიკის გარკვეული შენელება 39-დან (2012 წლის ოქტომბერი) 22 პროცენტამდე (2013 წლის იანვარი), თუმცა მიმდინარე წლის თებერვლის თვეში ზრდის ინტენსივობამ კვლავ იმატა და 56%-იან ნიშნულზე დაფიქსირდა, რაც აბსოლუტურ მაჩვენებლებში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის 288 567 კვეთაში გამოისახა.

რაც შეეხება მიმდინარე წლის იანვარ-თებერვლის ინტერვალს, დასახელებულ შუალედში ჯამურმა რაოდენობამ 565 612 ვიზიტი შეადგინა, რაც 37,2%-ით მეტია 2012 წლის ანალოგიური საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე, ხოლო შემოღებული პირობითი დაყოფის მიხედვით, მონაცემთა ურთიერთმიმართება შემდეგია:

ა) ტურისტი - 206 418 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 36.5%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 31,3%);

ბ) ტრანზიტი - 70 299 ვიზიტი (საერთო რაოდენობის 12.4%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 49%);

გ) სხვა - 288 895 (საერთო რაოდენობის 51.1%, მატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან 39.1%).

2013 წლის თებერვალში საქართველოში ყველაზე მეტი ვიზიტი კვლავ თურქეთიდან (+50.2%), აზერბაიჯანიდან (+35.2%), სომხეთიდან (+88.2%), რუსეთიდან (+134%), უკრაინიდან (+58%) და ირანიდან (+50.2%) განხორციელდა. ასევე გარკვეული ზრდის ტენდენცია ნარჩუნდება ევროკავშირის ქვეყნების მიმართულებიდან, საიდანაც ჩამოსვლების რაოდენობის ზრდის კუთხით თებერვალში გამოირჩნენ პოლონეთის (66%), ხოლო შუა აზიის ქვეყნებიდან კი - თურქმენეთის, უზბეკეთისა და ყაზახეთის მოქალაქეები, შესაბამისად 85%, 49% და 29%-იანი მატებით“, - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42