სააგენტოს ცნობით ავიადარტყმები განხორციელდა არა მხოლოდ სირიის ცენტრალურ ნაწილში ქალაქ ჰომსის რაიონში, არამედ სხვა რაიონებშიც.
სააგენტოს წყარო ასევე იტყობინება, რომ საერთაშორისო კოალიცია, რომელსაც აშშ ხელმძღვანელობს სირიის თავზე ფრენებს ახორციელებს, იმისდა მიუხედავად, რომ რუსეთმა მათ საჰაერო სივრცის გათავისუფლება მოსთხოვა.
France-Presse-ის კორესპონდენტი, სარა ჰუსეინი Twitter-ის საკუთარ გვერდზე ქალაქების ჩამონათვალს ავრცელებს, სადაც რუსულმა თვითმფრინავებმა იერიში მიიტანეს. BBC-ს მონაცემებით კი აღნიშნული ქალაქები „ისლამური სახელმწიფოს" მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე არ მდებარეობს.
გავრცელებული ინფორმაციით რუსეთმა, რომელიც ავიაიერიშებს ბაშარ ასადის თხოვნის საფუძველზე ახორციელებს სამიზნედ არა ISIS პოზიციები, არამედ ბაშარ ასადისადმი იპოზიციურად განწყობილი ძალების პოზიციები შეარჩია.
აღნიშნულ ინფორმაციაზე ჯერჯერობით კომენტარი არც კრემლს და არც პენტაგონს არ გაუკეთებიათ.

მასალის გამოყენების პირობები






