რუსეთმა სირიაში პირველი ავიაიერიში განახორციელა. ამის შესახებ ინფორმაციას დასავლური მედია დიპლომატიურ წყაროზე დაყრდნობით.
გავრცელებული ცნობით, ავიადარტყმა ქალაქ ჰომში განხორციელდა, რომელიც მთავრობის ჯარების კონტროლქვეშ იმყოფება, თუმცა ამავე რეგიონში „ისლამური სახელმწიფო“ და ოპოზიციური ძალების შეიარაღებული ფორმირებები მოქმედებენ.
რამდენიმე წუთის წინ, სირიის მთავრობის ადმინისტრაციამ მოსკოვისგან დამასკოში სამხედრო ავიაციის გაგზავნა დაადასტურა.
„სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის მიერ რუსეთის პრეზიდენტისადმი გაგზავნილი წერილის საპასუხოდ, რომელიც რუსეთისგან სამხედრო დახმარებას თხოვნას გულისხმობს, მოსკოვმა დამასკოში სამხედრო-საჰაერო ძალები გაგზავნა. რაც ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გამოიყენება“ - ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათის წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კი რუსეთის ფედერაციის საბჭომ ვლადიმერ პუტინს უფლება მისცა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის სირიაში გამოიყენოს. როგორც გამოცემა "რია ნოვოსტი" იტყობინება, რუსმა სენატორებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ივანოვის განცხადებით, ინიციატივამ სრული 162 ხმა მიიღო. მისივე თქმით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს. იგეგმება მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენება.
2014 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს უფლება მისცა, რუსული ჯარი უკრაინაში გამოიყენოს.
მასალის გამოყენების პირობები






