სირიის პრეზიდენტმა, ბაშარ ასადმა რუსეთს სირიისთვის სამხედრო დახმარების თხოვნით მიმართა. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძრვანელმა, სერგეი ივანოვმა განაცხადა.
შეგახსენებთ, რამდენიმე საათი წინ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსეთის ფედერაციის საბჭომ ვლადიმერ პუტინს უფლება მისცა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ქვეყნის ფარგლებს გარეთ, მათ შორის სირიაში გამოიყენოს. როგორც გამოცემა "რია ნოვოსტი" იტყობინება, რუსმა სენატორებმა აღნიშნულ გადაწყვეტილებას მხარი ერთხმად დაუჭირეს.
რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის სერგეი ივანოვის განცხადებით, ინიციატივამ სრული 162 ხმა მიიღო. მისივე თქმით, რუსეთი სირიაში სახმელეთო ოპერაციას არ ჩაატარებს. იგეგმება მხოლოდ სამხედრო-საჰაერო ძალების გამოყენება.2014 წლის მარტში რუსეთის ფედერაციის საბჭომ პუტინს უფლება მისცა, რუსული ჯარი უკრაინაში გამოიყენოს.
სირიის სამოქალაქო ომში, რომელიც უკვე 4 წელიწადნახევარია გრძელდება, სხვადასხვა ძალები მონაწილეობენ. მთავრობის არმიას ბაშარ ასადი იყენებს რუსეთისა და ირანის მხარდაჭერით. კონფლიქტის კიდევ ერთი მხარეა შეიარაღებული ოპოზიციური ჯგუფები წარმოადგენენ. მათგან ზოგიერთს მხარს ამერიკის შეერთებული შტატები უჭერს, ზოგს - საუდის არაბეთი. კონფლიქტის კიდევ ერთი მონაწილე "ისლამური სახელმწიფოა", რომელიც სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტერიტორიას აკონტროლებს.
მასალის გამოყენების პირობები






