მიხელ სააკაშვილმა CNN-ის ეთერში პუტინისა და ობამას შეხვედრაზე ისაუბრა
მსოფლიო - 13:33, 30 Sep, 2015     4993
ოდესის ოლქის გუბერნატორმა და საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ტელეკომპანია CNN-ის ეთერში აშშ-ისა და რუსეთის პრეზიდენტების შეხვედრის შესახებ შეფასებები გააკეთა.

ინტერვიუში, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერების შეხვედრამდე ჩაიწერა სააკაშვილი ამბობს, რომ ვლადიმერ პუტინმა აშშ-სთან შეხვედრის შანსი პრობლემების შექმნის გზით მოიპოვა, რაც სირიაში პრეზიდენტ ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერაში გამოიხატება.

გარდა ამისა, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ პუტინის მიზანს უკრაინის მოვლენებიდან, მსოფლიოს ყურადღების სხვა თემაზე გადატანა წარმოადგენს.

„პრეზიდენტმა ობამამ ისაუბრა უკრაინის ტერიტორიის შესახებ, რომელიც რუსეთის მიერაა ოკუპირებული. მან ახსენა ყირიმიც. სამწუხაროდ, არ გაჟღერებულა საქართველოს ტერიტორიების საკითხი, როემლიც ასევე რუსეთის მიერააა ოკუპირებული. თუმცა, ამას ხშირად ახსენებენ შეერთებული შტატების სხვა ოფიციალური პირები. ეს ყველაფერი კი თავისთავად ნიშნავს პრეზიდენტის მხრიდან მნიშვნელოვან გზავნილს. პუტინს არ გამოუვა, რომ ეს შეხვედრა დიპლომატიური იზოლაციის დასასრულად და მის გამარჯვებად გაასაღოს“ - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

მისი თქმით, ყირიმის ანექსიის გამო, აშშ-ის მირ რუსული კომპანიებისა და ფიზიკური პირებისთვის დაწესებული სანქციები, უკრაინისთვის ძალიან სასარგებლოა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი უკრაინის დემოკრატიულობის აღმოფხვრას, თავისუფლების შეზღუდვას ცდილობს, საერთაშორისო საზოგადოება ამას არ დაუშებს.

სააკაშვილმა რუსეთის სამხედრო შესაძლებლობებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ სირიაში საბრძოლო მოქმედებების ჩართვა, რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციას გამოიწვევს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42