ამავდროულად, ოფიციალურმა ვაშინგტონმა "ისლამურ სახელმწიფოსთან" კავშირში მყოფი ორგანიზაციებისა და კერძო პირების წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები დააწესა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტმენტის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, სიაში შეყვანილ პირთა ან დაჯგუფებების ნებისმიერი ფინანსური თუ სხვა სახის აქტივი აშშ-ის ტერიტორიაზე დაიბლოკება. გარდა ამისა, აშშ-ის მოქალაქეებსა და ამერიკულ კომპანიებს აღნიშნულ პირებთან რაიმე ტრანზაქციის განხორციელება ეკრძალებათ.
სანქციების სიაში მოხვდნენ ჩრდილოეთ კავკასიაში "ისლამური სახელმწიფოს" წარმომადგენლობა - ე.წ. "ვილაიათ კავკაზი" და მისი ამირი, "კავკასიის საემიროს" ერთ-ერთი ყოფილი ლიდერი რუსტამ ასილდეროვი (აბუ მუჰამად ალ-ყადარი) და სირიის ტერიტორიაზე მოქმედი "თარხანი ჯამაათის" ლიდერი, თარხან გაზიევი. ასევე, ტაჯიკეთის მოქალაქე, გულმ ოროდ ხალიმოვი, რომელიც ამჟამად სირიაში"ისლამური სახელმწიფოს" რიგებში იბრძვის. ჰალიმოვი ტაჯიკეთის შინაგან საქმეთა ე.წ. "ომონ"-ის უფროსი იყო.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციები რუსეთის მოქალაქე შამილ იზმაილოვს, იგივე აბუ ჰანიფას შეეხო, რომელიც 2012 წელს სირიაშიგაემგზავრა და რუსულენოვან მებრძოლთა დაჯგუფება შექმნა.
მასალის გამოყენების პირობები






