ჰოლივუდის მსახიობის, ჯიმ კერის ყოფილმა შეყვარებულმა, კატრიონა უაითმა თავი მოიკლა. 28 წლის ქალის ცხედარი მეგობრებმა იპოვეს, როდესაც მასთან სტუმრად მივიდნენ. დასავლური ტაბლოიდები ლოს-ანჯელესის პოლიციის წყაროზე დაყრდნობით იტყობინებიან, რომ კატრიონას ცხედართან ტაბლეტები იპოვეს, შესაბამისად ის პრეპარატების ზედმეტი დოზის მიღებით გარდაიცვალა, სიკვდილის წინ კი ჯიმ კერისთვის წერილი დატოვა.
ჯიმ კერი და კეტრიონა უათი ერთმანეთს სამი წლის წინ ხვდებოდნენ და რამდენიმე თვეში კერიმ მეგობარი გოგონა მიატოვა. თუმცა მათი ურთიერთობა წელს, გაზაფხულზე აღდგა, მაგრამ დასავლური მედიის ინფორმაციით, ხუთი დღის წინ ერთმანეთს კვლავ დაშორდნენ. 24 სექტემბერს უაითმა საკუთარ ბლოგზე დაწერა - „იმედი მაქვს, ჩემს ახლობლებს კარგად ვექცეოდი.“
ჯიმ კერის აღნიშნულთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებია.


მასალის გამოყენების პირობები






