იემენის მთავრობის წარმომადგენლის განცხადებით, კოალიციის მიზანი მეამბოხე ჰუსიტების პოზიციების დაბომბვა იყო.
როგორც ცნობილია, ჰუსიტები იემენის ტერიტორიის უდიდეს ნაწილს აკონტროლებენ. იემენში უკვე თითქმის ერთი წელია შეიარაღებული კონფლიქტი მიმდინარეობს. ყოფილი პრეზიდენტი, სალეჰი, ანტისამთავრობო გამოსვლების გამო გადადგა. სწორედ მას უჭერენ ამბოხებული ჰუსიტები მხარს. ამბოხებულებმა სექტემბერში დედაქალაქ სანაას დაკავება შეძლეს. მოქმედი პრეზიდენტი, მანსურ ჰადი იძულებული გახდა ქალაქ ადენში გადასულიყო და ის ქვეყნის დროებით დედაქალაქად გამოეცხადებინა. თუმცა, ამბოხებულებმა ადესაც შეუტიეს და სამხედრო ბაზა დაიკავეს. რის შემდეგაც, გავრცელდა ინფორმაცია, რომ პრეზიდენტმა ჰადიმ ქვეყანა დატოვა.
იემენის ხელისუფლებას არაბულმა ქვეყნებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. კოალიციას საუდის არაბეთი ხელმძღვანელობს, რომელიც აცხადებს, რომ აჯანყებულების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებს მანამ არ შეწყვეტს, სანამ ისინი იარაღს არ დაყრიდნენ.
გაერო-ს მონაცემებით, კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე დაახლოებით 4 500 ადამიანი, მათ შორის 2 110 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა.
მასალის გამოყენების პირობები






