პუტინის ორი მთავარი მარცხი... ჩიხი უფრო და უფრო ვიწროვდება
პოზიცია - 14:32, 29 Sep, 2015     16993
,,მთავარი დარტყმა პუტინისთვის - ეს არის სრული და აბსოლუტური მარცხი დონეცკის მიმართულებით -ავანტურა სახელწოდებით „ნოვოროსია“ - რუსი ჟურნალისტი და პუბლიცისტი ლეონიდ რაძიხოვსკი ვრცელ სტატიას აქვეყნებს სახელწოდებით - ,,პუტინის ორი მთავარი მარცხი".

მოხდა ის, რასაც ყველა ელოდა და რომელზეც დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ: დონბასის კონფლიქტი საბოლოოდ გაიყინა. ეს უკვე ფატია, რომელზეც არავინ დაობს. თუმცა, პუტინი რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ის მიეჩვია გამარჯვებულის პოზიციაში ყოფნას, როგორც საკუთარ, ასევე დანარჩენი მსოფლიოს თვალში. ამ საკითხთან დაკავშირებით ის მეტისმეტად მგრძნობიარეა. საქმე არა რეიტინგის მაჩვენებლებშია (მე ვფიქრობ, რომ ის ნელ-ნელა ეცემა), არამედ მის ხარისხშია. პუტინი გრძნობს, რომ ის ყრუ კუთხეშია მიმწყვდეული, როგორც მოკრივე, რომლის მთავარი ამოცანაა დარტყმა დარტმაზე მოგერიოს, არ დაეცეს და გადამრჩენელ საფინალო გონგის ხმამდე გაძლოს.

დარტყმები გრძელდება, თუმცა გონგის ხმა არ ისმი და არც უახლოეს მომავალშია მოსალოდნელი. რა სახის დარტყმებია ეს?

პირველი - უკრაინა. ეს არის სრული და აბსოლუტური მარცხი დონეცკის მიმართულებით - ავანტურა სახელწოდებით „ნოვოროსია“ - თვით ეს ტერმინიც კი ფაქტობრივად აღარ გამოიყენება. ტერიტორიის პატარა ნაჭერი, აბსოლუტურად გაუგებარი მიზნით წაგლეჯილი, რომლის დაცვაც ასე თუ ისე აუცილებელია. მას უნდა აჭამო და ასვა... და ამის კეთება ერთადერთი მიზეზით ხდება: წამოსვლა და ამ ტერიტორიის დათმობა, საშიშია. საშიშია დაკარგო რეიტინგი... საშიშა ფორმალურად დახურო პროექტი. რუსეთში პუტინს პასუხს არავინ მოსთხოვს და პასუხიგებაც არაფერზე მოუწევს. მაგრამ ხალხი არც ისეთი შეშლილია. მაშინ, რისთვის იყო საჭირო ეს ყოველივე?

იმისათვის, რომ ეს კითხვა არ გაჩნდეს, მოუწევს განარგძოს სრულიად უაზრო და არსად მიმავალი დონეცკის ისტორია.

ასევე ჩავარდა გეგმა დონბასის უკრაინისთვის უკან ,,შეტენვა" და ამ სახით ხელის მუხრუჭის შექმნა უკრაინის დასავლეთისკენ მიმავალ გზაზე. ვარაუდობდა, რომ უკრაინა გახდებოდა ფედერალური და დონბასი, ისევე როგორც ქვეყნის სხვა რეგიონები, შეიძენდნენ ვეტოს უფლებას ქვეყნის საგარეო-პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე. ამის შესახებაც ყველამ დაივიწყა. მაქსიმუმი, რისი მიღწევაც შეიძლება, ეს არის ,,იდიოტური" უფლებები, ადგილობრივი თვითმმართველობის გაფართოება, პროკურორების დანიშვნის უფლება და სახალხო მილიციის ჩამოყალიბება.

არადა, პუტინს სულ არ ანაღვლებს, როგორ დანიშნავენ იქ პროკურორებს და როგორი იქნება სახალხო მილიცია?

მისთის მთავრი იყო „რუსული სამყაროს“ გიჟური იდეა - „ნოვოროსია“, უკრაინის გაყოფა და ა.შ. როდესაც ეს ჩაფლავდა, პუტინი თამახმა იყო პროგრამა მინიმუმზე: უკრაინის ფედერალიზაცია და დონბასისთვის ვეტოს უფლების მინიჭება, თუმცა რა მიიღო შედეგად? რაღაც ,,ნაგლეჯი", რომელიც გაფართოებულ თვითმმართველობას მიიღებს? მისთვის სულ ერთია რა სახის თვითმმართველობა იქნება და რაც მთავარია, მარტო მისთვის კი არა, რუსეთის 140-მილიონიანი მოსახლეობისთვისაც. მათი გაფართოებული თვითმმართველობისა და პროკურორების დანიშვნის უფლებისათვის ეს უაზრობა 2 წელი გაგრძელდა. ეს ხომ შეურაცხმყოფელი პასუხია.

უკრაინაში კრახთან ერთად პუტინმა მიიღო საერთაშორისო გაკიცხვა და მუდმივად თავის მართლების, მუდმივად მდუმარე და მუდმივად თავდაცვის მდგომარეობაში მყოფი საწყალი ადამიანის როლი. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, მოსწავლის როლი, რომელსაც არ უსწავლია გაკვეთილი, დგას მასწავლებლის წინ და ფეხსაცმლით იატაკის ერთ ადგილს ტკეპნის. ეს საზიზღარი როლია პუტინისთვის, რომელიც მიეჩვია, იყოს სუბიექტი და არა ობიექტი, მიუნხენის სიტყვის ავტორი პუტინისთვის, რომელიც მიეჩვია ამაყად გამოვიდეს მისი გაგებით, სულელი დასავლელი ლიდერების წინაშე და ზიზღნარევი ღიმილით ჭკუა დაარიგოს მათ და მორალი უკითხოს. თანაც ეს, პოლიტიკური და მორალური უპირატესობის გრძნობით გააკეთოს.

ამას მარტი ის არ გრძნობს - ამას ყველა გრძნობს. როლების შეცვლას გრძნობენ დასავლელებიც და რუსებიც. რამდენიც არ უნდა იმეორო - ყირიმი ჩვენია - როლის ცვლილებას ვერსად დამალავ.

მეორე - მარცხი აღმოსავლეთ ფრონტზე. იყო ჩინეთთან მოკავშირეობის იდეა. ეს ორი ქვეყანა ერთად აღებული 1.5 მილიარდს წარმოადგენენ. მაგრამ არც ეს გამოდის. შიშველი პიარის - ვიზიტები, რაკეტები და ტანკები - ამ ინიციატივების არსი ნულის ტოლია. არ არსებობს სამხედრო ხელშეკრულება, პოლიტიკური შეთანხმება. არ არსებობს ფორმალური ალიანსი. ყირიმი ჩინელებმა რუსეთის ნაწილად არ ცნეს. გაეროში, ხმის მიცემის პროცედურისგან ისინი მუდმივად თავს იკავებენ. რუსეთსა და ჩინეთს შორის ვაჭრობა შემცირდა. უფრო მეტად შემცირდა დასავლეთთან ვაჭრობაც, მაგრამ ეს ობიექტური მიზეზებით მოხდა - ენერგომატარებლების ფასი დაეცა, ხოლო განცხადება, რომ ჩინეთთა ვაჭრობა 100 მილიარდამდე ავა წელიწადში, რეალურ ციფრებთან შედარებით ძალიან შორს დგას. არანაირი შეთანხმებები სამხედრო ტექნოლოგიური თანამშრომლობის შესახებ არ დადებულა. მაქსიმუმ, რისი მიღწევაც შესაძლებელია, ეს არის განზრახულობის შესახებ პროტოლების მიღება და გაზის მიწოდების გაფართოება. ეს საბოლოო ჯამში საპნის ბუშტია.

გარდა ამისა, მალე დაიწყება ,,სიამოვნებები" ბოინგთან დაკავშირებით, დასრულდება ,,სიხარული" ლონდონში (ლიტვინენკოს საქმის სასამართლო) და ყველაზე მთავარი - ახლოვდება ავბედითი მინსკის პროცესის დასასრული. ასე, რომ ჩიხი უფროდა უფრო ვიწროვდება.







მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42