2013 წლის 8 მარტს, პარასკევს 12 საათზე კომპანია „ადმირალ მარკეტს ჯორჯია“-ს თბილისის ფილიალის ოფისში გაიმართა ტრეიდერთა კონკურსის „ფორექს ფაიტი“-ს გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია.
კონკურსში მონაწილეობა მიიღო 300-მა ტრეიდერმა, საიდანაც 120-მა მათგანმა დააფიქსირა პოზიტიური შედეგი, ხოლო 120-დან გამოვლინდა 5 გამარჯვებული.
კერძოდ, პირველი საპრიზო ადგილი მოიპოვა ვასილ ფალავანდიშვილმა თბილისიდან, მეორე ადგილი დაიკავა კახაბერ მურადაშვილმა გორიდან, მესამე ადგილი ნოდარ შაურიძემ თბილისიდან, მეოთხე ადგილი დაიკავა ქალბატონმა, რომელმაც მოინდომა იკოგნიტოდ დარჩენა და კონკურსში მონაწილეობდა ნიკნეიმით „ნუკრიკი“ და მეხუთე საპრიზო ადგილი დავით ნიკოლაიშვილს ხვდა წილად, რომელიც ასევე თბილისიდან არის.
პირველი საფინალო ადგილის მფლობელს მართვაში გადაეცემა 5000 აშშ დოლარი, მეორე ადგილი 4000 აშშ დოლარი, მესამე ადგილი 3000 აშშ დოლარი, მეოთხე ადგილი 2000 აშშ დოლარი და მეხუთე ადგილი 1000 აშშ დოლარი.
მიმდინარე წლის გაზაფხულისთვის კომპანია „Admiral Markets”-ის ეგიდით დაგეგმილია ტრეიდერთა კონკურსის ჩატარება ევროპის ფარგლებში და მისი საპრიზო ფონდი განსაზღვრული იქნება 100 000 აშშ დოლარით. ქართველ ტრეიდერებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ აღნიშნულ კონკურსში და მოიპოვონ საპრიზო ადგილები.
კომპანია „ადმირალ მარკეტს ჯორჯია“ ულოცავს კონკურსში გამარჯვებულებს და უსურვებს შემდგომ წარმატებებს.
მასალა მოამზადა კომპანია „ადმირალ მარკეტს ჯორჯია“ - ს თბილისის ფილიალმა.
მასალის გამოყენების პირობები






