"გესმით კი რა ჩაიდინეთ?“ -ასმბლეის სხდომაზე პუტინმა ჩვეულ სტილს არ უღალატა
მსოფლიო - 20:41, 28 Sep, 2015     14886

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე თავისი გამოსვლის დასაწყისში მაღალი შეფასება მისცა აღნიშნული ორგანიზაციის მოღვაწეობას და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ ვეტოს უფლება მისთვის აბსოლუტურად მისაღები და ნორმალურია.

შეგახსენებთ, რომ პუტინის გამოსვლას, წინ უკრაინის დელეგაციის მიერ პროტესტის ნიშნად დარბაზის დატოვება უძღოდა.

გამოსვლის შემდეგ ნაწილში ვლადიმერ

პუტინი ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე მოვლენებს შეეხო. მისი თქმით რევოლუციების, ამჟამად ე.წ. დემოკრატიული რევოლუციების, ექსპორტი გრძელდება, რის შედეგადაც ზოგიერთ ქვეყანაში ფაქტიურად განადგურებულია სახელმწიფოებრივი ინსტიტუტები.


„მინდა ხანდახან ამ ხალხს, ვინც ეს გააკეთა, ვკითხო, გესმით კი რა ჩაიდინეთ?“ - აცხადებს რუსეთის პრეზიდენტი.


პუტინი უფრო შორს წავიდა და სირიის კრიზისში არსებული ოპოზიციის მხარდამჭერები დაადანაშაულა.


„მათ (სირიის ოპოზიცის „ნიუპოსტი“) ჯერ აიარაღებენ, წვრთნიან, ხოლო შემდეგ ისინი ე.წ. „ისლამური სახელმწიფოს“ მხარეზე გადადიან,“ - აღნიშნა ვლადიმერ პუტინმა.


მისი თქმით, სირიის კონფლიქტის მოგვარებისთვის ქვეყნებმა არა საკუთარი ამბიციებით, არამედ საერთო მიზნებით უნდა იხელმძღვანელონ და შექმნან ფართომასშტაბიანი და მრავალეროვანი ანტიტერორისტული კოალიცია, როგორიც თავის დროზე ანტიჰიტლერული კოალიცია იყო.

პუტინი მუსულმანურ რელიგიასაც შეეხო და განაცხადა, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ბოევიკები, მათი იდეოლოგებიამ უდიდეს რელიგიას დასცინიან და აბუჩად იგდებენ.

შეეხო რა უკრაინის საკითხს, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ უკრაინაში გარე ძალების პროვოცირებით მოხდა შეიარაღებული გადატრიალება, რომლიც ორგანიზატორებმაც ისარგებლეს მოქმედი ხელისუფლებისადმი მოსხლეობის უკმაყოფილებით, რასაც შედეგად სამოქალაქო ომი მოჰყვა.

უკრაინის საკითხის შემდეგ რუსეთის პრეზიდენტი სანქციებსაც შეეხო.


„დღეს ფაქტიურად ნორმად იქცა გაეროს გვერდის ავლით ცალმხრივი სანქცვიების შემოღება, რომლებიც, ასევე, მსოფლიოს ბაზარზე კონკურენტების ჩამოცილებას ისახავს მიზნად,“ - განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.

„ვიმედოვნებ, რომ ერთობლივი მოქმედებით ჩვენ მსოფლიოს უფრო სტაბილურს და უსაფრთხოს გავხდით,“ -დაასულა თავისი გამოსვლა ვლადიმერ პუტინმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42