ობამა - შეიძლება დემოკრატიამ ვიღაცას იმედი გაუცრუა, მაგრამ დემოკრატია ქვეყნებს აძლიერებს
მსოფლიო - 20:04, 28 Sep, 2015     2129

თანამედროვე მსოფლიოში დიქტატურული რეჟიმები არასტაბილურები არიან. ახალი ტექნოლოგიებისა და სოციალური ქსელების განვითარების პირობებში სახელმწიფოს ძალა არა ამათუიმ ტერიტორიაზე კონტროლია, არამედ მისი მოსახლეობისკეთილდღება და კრეატიულობა, განაცხადა აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას.

მისი გამოსვლის მთავარი თემები დემოკრატიის გარდა ტერორიზმი, აღმოსავლეთში არსებული კრიზისები. სირია, რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი და რუსეთთან ურთიერთობა იყო.

„არიან ქვეყნები, რომლებიც ე.წ. ძლიერის უფლების გამოყენებით ცდილობენ გავლენის მოხდენას სხვებზე, აგრეთვე უზღუდავენ საკუთარ მოქალაქეებს თავისუფლებებს, ვითომდა ტერორიზმის შეჩერების მიზნით,“ - განაცხადა ობამამ, თუმცა ეს ქვეყნები ღიად არ დაუსახელებია.

შეეხო რა სირიის პრობლემას, ობამამ განაცხადა, რომ მისი მოგვარება მსოფლიოს მხოლოდ ერთიანი ძალით შეუძლია. როდესაც დიქტატორი კლავს ათასობით საკუთარ მოქალაქეს, ეს აღარ არის მხოლოდ ამ სახელმწიფოს შიდა საქმე,“ - აღნიშნა აშშ-ს პრეზიდენტმა.

ობამამ განაცხადა, რომ აშშ მზადაა ითანამშრომლოს ყველა ქვეყანასთან, მათ შორის რუსეთსა და ირანთან, რათა მოგვარდეს სირიის კონფლიქტი. მისი თქმით ამდენი სისხლის შემდეგ შეუძლებელია ქვეყანა ომისწინა სტატუსქვოს დაუბრუნდეს.

ობამამ უკრაინის კონფლიქტზეც ისაუბრა და აღნბიშნა, რომ სანქციები ადექვატური პასუხია უკრაინის სუვერენიტეტის ხელყოფიასა და ყირიმის ანექსიაზე. „ეს არა არის ცივი ომისკენ დაბრუნება, ეს პასუხია რუსეთის პოზიციაზე ამ საკითხთან მიმაღთებაში,“ - ხაზი გაუსვა პრეზიდენტმა.

„სანქციების გამო ეცემა რუბლი, რუსეთის ეკონომიკა და ხდება ქვეყნიდან განათლებული ადამიანების ემიგრაცია. ჩვენ არ გვინდა რუსეთის იზოლაცია, არა! ჩვენ გვჭირდება ძლიერი რუსეთი, რომელიც იქნება მსოფლიოს ეკონომიკის, სრულუფლებიანი მონაწილე“ - თქვა ობამამ, და დასძინა, რომ ამისათვის საჭიროა უკრაინის კრიზისის მოგვარება.

„მე მესმის, რომ დემოკრატიამ შესაძლოა ვიღაცას იმედი გაუცრუოს, შეიძლება დემოკრატია არ მუშაობდეს, მაგრამ დემოკრატია ქვეყნებს აძლიერებს,“ - განაცხადა ბარაკ ობამამ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42