მიხეილ სააკაშვილი გიზი ამირეჯიბის ოჯახს უსამძიმრებს
საზოგადოება - 10:41, 11 Mar, 2013     901
გიზი ამირეჯიბის გარდაცვალების გამო. ბატონი გიზი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია. იგი განუმეორებელი ნიჭითა და სიყვარულით ასრულებდა თითოეულ ნაწარმოებს, რაც სამუდამოდ დარჩება მისი ერთგული მსმენელის მეხსიერებაში.

სწორედ გიზი ამირეჯიბის სახელს უკავშირდება ქართული მუსიკის პოპულარიზაცია საზღვარგარეთ. იგი ბევრი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორია.

სამძიმარს ვუცხადებ ბატონი გიზის ოჯახის წევრებს და გულითადად ვიზიარებ მისი გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილსა და მწუხარებას“, - ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის წერილში.

85 წლის ასაკში ცნობილი ქართველი მუსიკოსი და სახალხო არტისტი თენგიზ (გიზი) კონსტანტინეს ძე ამირეჯიბი 10 მარტს გარდაიცვალა.

თენგიზ ამირეჯიბი 1927 წლის 30 სექტემბერს თბილისში დაიბადა.

იყო დამსახურებული არტისტი და სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი და სპეციალური ფორტეპიანოს კათედრის გამგე. თენგიზ ამირეჯიბი მრავალი ქართველი პიანისტის აღმზრდელია, მათ შორის ოცზე მეტი პრესტიჟული საერთაშორისო კონკურსის ლაურეატის.

მის რეპერტუარში განსაკუთრებული ადგილი ეკავა შოპენის ნაწარმოებებს, რომელთა ინტერპრეტაციაში ნათლად ჩანს პიანისტის არტისტული ბუნების თავისებურება.

მნიშვნელოვანია თენგიზ ამირეჯიბის დამსახურება თანამედროვე ქართული მუსიკის შესარულების თვალსაზრისითაც; ის მრავალი ქართული საფორტეპიანო ნაწარმოების პირველი ინტერპრეტატორი იყო."_ ნათქვამია სამძიმრის წერილში.

თენგიზ ამირეჯიბს დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში 14 მარტს დაკრძალავენ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42