„ყველაზე ხშირად გათვალვის მსხვერპლი ქალები და ბავშვები ხდებიან. საერთოდ, ქალები, მამაკაცებთან შედარებით, გაცილებით მგრძნობიარენი არიან და მათზე ზემოქმედებაც უფრო ადვილია. გათვალვისთვის სულაც არ არის აუცილებელი უშუალო კონტაქტი, ის, შესაძლოა, ფოტოსურათზე ზემოქმედებით, ფიქრის ძალის დახმარებით, ან, თუნდაც, ტელეფონით საუბრისას მოხდეს. დაახლოებით ორი წუთის განმავლობაში მუჭში პურის გული გეჭიროთ და შემდეგ წყალში ჩააგდეთ. თუ პური ნელ-ნელა ჩაიძირა, სუსტი ზემოქმედების ქვეშ იმყოფებით, თუ სწრაფად, მაშინ ძლიერის.
შუა საუკუნეებში იმ დაავადებათა სიაც კი იყო შედგენილი, რომლებსაც ავი თვალი იწვევდა. მაგალითად: ზრდასრულებში ეს იყო: სიგამხდრე, სიმსივნეები, დამბლა, კრუნჩხვა, მელანქოლია, სიბრმავე, ეპილეფსიური შეტევები; ბავშვებში კი: უძილობა, გულისრევა, თავის ტკივილი, შიშები, უმადობა. ასეთ დროს ადამიანს ხშირად ეცვლებოდა სახის ფერი, ეწყებოდა მუცლის ტკივილი, ხელები უოფლიანდებოდა. ბავშვს კი გათვალვის ნიშნებს მაშინ ატყობდნენ, თუ ის მოულოდნელად გაფითრდებოდა, პულსი აუჩქარდებოდა, სიცხე აუწევდა და გაოფლიანდებოდა. სხვადასხვა ხალხს, უძველესი დროიდან, სხვადასხვა ნიშანი გააჩნდა ავთვალიან ადამიანთა გამოსაცნობად. გათვალვა და ახლობლებისთვის ზიანის მიყენება ნებისმიერს შეუძლია, თანაც, ხშირად თითქმის გაუცნობიერებლად. თუ გეჩვენებათ, რომ თქვენს ნაცნობებს შორის ვინმეს ავი თვალი აქვს, ან რკინას უნდა მოჰკიდოთ ხელი, ან თითები გადააჯვარედინოთ
დამცავ ფუნქციებს ატარებს დანა, ხანჯალი, გასაღები, ნალი, ცული, ბოქლომი, „ბულავკა“, ლურსმანი, გიშერი, ნემსი და ასე შემდეგ. ზოგადად, ადამიანის მზერაში ბევრი რამის ამოცნობა შეიძლება, მაგალითად, ბევრი ამბობს, რომ კონკრეტულ ადამიანთან შეხვედრა ცუდად აქვს დაცდილი, რადგან, ის იმ დონეზე ახდენს მასზე ზემოქმედებასა და მზერით გათვალვას, რომ იმ დღეს უსიამოვნება გარდაუვალია. არსებობს, ასევე, გათვალვებით გამოწვეული სხვა უსიამოვნებებიც, მაგალითად: უბედური შემთხვევა, წარუმატებლობა, უიღბლობა და ასე შემდეგ. გარდა ამისა, სიკვდილის კოდი, რომელიც ყველა ჩვენგანშია ჩადებული, მზერის მეშვეობით ადვილად და სწრაფად იწყებს მოქმედებას. თვალიდან წამოსულ ძლიერ გამოსხივებას ადამიანის როგორც უბედურების, ისე ბედნიერების მოტანა შეუძლია. ასე რომ, ავი თვალი არსებობს და გათვალვაც რეალურადაა შესაძლებელი. სიკვდილის კოდი ადამიანში დაბადების მომენტში იდება და, შესაძლოა, მისი უდროო და უცაბედი სიკვდილი მისი გათვალვით იყოს გამოწვეული. ამას ზოგი ეზოთერიკოს-პარაფსიქოლოგი „მემკვიდრეობით გადაცემულ წყევლასაც“ უწოდებს და ძალიან საშიშია. გათვალვა, ძლიერი პროგრამის წყალობით, მეცხრე თაობამდე გადადის და მუშაობს უარყოფითად. ხოლო, სიკვდილის კოდი, რომელიც ავი მზერისგან კიდევ უფრო აქტიურდება, ადამიანზე მომაკვდინებლად მოქმედებს და ანადგურებს მას როგორც ფიზიკურად, ასევე, მორალურადაც. როგორც გითხარით, გათვალულ ადამიანს ეწყება შიშები, თავის ტკივილი, ხშირი მთქნარება, თავს სუსტად გრძნობს, ბედში კი ძალიან წარუმატებელია. დაკვირვებული ვარ, რომ გათვალვის მსხვერპლი ხშირად ლამაზი და წარმატებული ადამიანი ხდება. ამიტომ, გირჩევთ, ვინც უიღბლო და წარუმატებელია, მოერიდეთ ხშირ შეხვედრას, რომ მისგან შური არ წამოვიდეს და არ გახდეთ მისი ავი მზერის უნებლიე მსხვერპლი.“- აცხადებს ეზოთერიკოსი.
მასალის გამოყენების პირობები






