„საფრანგეთმა სირიას დაარტყა. სადაზვერვო ოპერაციის შედეგად მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, რომელსაც ორ კვირაზე მეტი დრო დასჭირდა, ჩვენ მივიტანეთ ავტონომიური საჰაერო იერიში, რომელიც განხორციელდა კოალიციაში ჩვენს პარტნიორებთან კოორდინაციით. ჩვენ იერიში მივიტანეთ იმ დროს, როდესაც ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება საფრთხის ქვეშაა. სირიის ქაოსმა გლობალური პასუხი უნდა მიიღოს. „მშვიდობიანი მოსახლეობა დაცული უნდა იყოს ძალადობის ყველა ფორმისგან, რომელსაც ჩადიან ისლამური სახელმწიფო და სხვა ტერორისტული დაჯგუფებები, ასევე ბაშარ ასადის დაბომბვებისგან “ - ნათქვამია განცხადებაში.
საფრანგეთი კვლავაც ადასტურებს თავის ურყევ გადაწყვეტილებას, ისლამური სახელმწიფოს ტერორისტული საფრთხის წინააღმდეგ საბრძოლველად.
საფრანგეთმა სირიაში დაზვერვითი ფრენები სექტემბრის დასაწყისში დაიწყო, რის შესახებაც განცხადება ფრანსუა ოლანდმა გააკეთა. მოგვიანებით საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა მანუელ ვალსმა განმარტა, რომ ფრენები გრძელდება და აუცილებლობისას განხორციელდება საჰაერო დარტყმები.
მასალის გამოყენების პირობები






