მალხაზ პატარაია: საქართველო რუსეთთან დიალოგის კი არა, მორჩილების რეჟიმზე გადადის
პოზიცია - 21:53, 10 Mar, 2013     2363

 

 

_ბატონო მალხაზ, აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზის გახსნასთან დაკავშირებით საკითხი არ იხსნება დღის წესრიგიდან. ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ ის ჯერ კიდევ წლების წინ მომხრე იყო, რომ აფხაზეთის მონაკვეთის რკინიგზა გახსნილიყო. როგორ ფიქრობთ რა სარგებლის და ამავდროულად, რა რისკის მატარებელია აღნიშნული რკნიგზის გახსნა?


_ირაკლი ალასანიამ კიდევ უფრო მეტი თქვა, ვიდრე მისმა ხელმძღვანელმა ერევანში. მან აღნიშნა, რომ უკვე მუშაობაც კი დაწყებულია ამ მიმართულებით. ეს არის მეტად საშიში პროექტი საქართველოსთვის, რომელიც ჩვენთვის, ზიანის გარდა, არანაირი სარგებლის მომტანი არ არის. ეს არის სარგებლის მომტანი მხოლოდ რუსეთისთვსი, მისი სტრატეგიული ინტერესების გაფართოებისთვის და ამიერკავკასიაში ყოფნის გაძლიერებისთვის. ეს იქნება ოკუპაციის პრაქტიკული ლეგალიზაცია. ეს არის სატრანსპორტო მაგისტრალი, რომელმაც უნდა გაიაროს აფხაზეთი, მოგეხსენებათ საქართველოს სარკინიგზო კანონმდებლობა, რომელიც სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სარკინიგზო კანონმდებლობასთან, იცნობს შიდა და საერთაშორისო გადაზიდვებს.


_სამართლებრივად ეს როგორ რეგულირდება?


_ სამართლებირვად ეს ორი გადაზიდვა სხვადასხვანაირად რეგულირდება. აქ საკითხავია ენგურიდან ფსოუმდე როგორ გადაზიდვად  ჩაითვლება სარკინიგზო გადაზიდვა. თუ შიდა გადაზიდვაა, მაშინ უნდა გავრცელდეს საქართველოს კანონმდებლობა. საქართველოს კანონმდებლობა გულისხმობს ყველა სეგმენტის, მათ შორის საბაჟო კანონმდებლობასაც, თუ არა, მაშინ უკვე შემოდის საერთაშორისო კანონმდებლობა. მაგალითისთვის, ტვირთი რომელიც უნდ ჩავიდეს ერევნიდან მოსკოვში და ვთქვათ ტვირთი დაიზანდა სადღაც ოჩამჩირის ტერიტორიაზე, ვინ არის პასუხსიმგებელი ამ ტვირთზე სამართლებრივი წესით და  რომელ სასამართლოში უნდა იქნეს წარდგენილი სარჩელი მის მიერ, ვისი ტვირთიც დაზიანდა?  იგივე ეხება სისხლის სამართლებრივ დანაშაულს, რომელიც შეიძლება მოხდეს ამ მონაკვეთზე მატარებელში. რომელი პილიცია უზრუნველყოფს ამ დანაშაულის გამოძიებას და რომელი სასამართლო განიხილავს ამ საქმეს. ასე, რომ პირველივე დოკუმენტი, რომელიც დაიდება რკინიგზის აღდგენის შესახებ, არესბითად ნიშნავდეს იქნებ აფხაზეთის დამოუკიდებლობის ცნობას, ანუ იქ საქართველოს იურისდიქცია ვერ გავრცელდება. ეს არის მნიშვნელოვანი სატრანსპორტო არტერია, ანუ ყველა ეს კომუნიკაციები, რომელიც დღეს რუსეთს აკავშირებს აფხაზეთთან, ჩვენი დღევანდელი კანონმდებლობით არის უკანონო. თუ გაიხსნა რკინიგზა, ამავე ლოგიკით, რატომ არ უნდა გაიხსნას საზღვაო პორტები, იგივე სოხუმის აეროპორტი, რატომ არ უნდა გახდეს ლეგალური ის რუსული სატელეფონო მობილური კომპანიები, რომლებიც ოპერირებენ აფხაზეთში და ბოლოს, რატომ არ უნდა იქნეს ლეგალური და რატომ უნდა აეკრძალოს რუსულ კაპიტალს ოფიციალურად, ლეგალურად ქონების ყიდვა აფხაზეთში? ანუ ეს არის ჯაჭვური რეაქცია, რომელიც ძალიან მოკლე ხანში მოახდენს რუსეთის მიერ აფხაზეთის ეკონომიკურ ექსპანსიას. გარდა ამისა, ეს არის გლობალური საკითხი, რომელიც ნიშნავს რუსეთის გაძლიერებას მთელ მახლობელ აღმოსავბლეთში, რადგან რკინიგზა არის სტრატეგიული ობიექტი, შეიძლება მასზე მოძრაობს ტვირთები, რომელიც ნაკლებად მნიშვნელოვანი არ არის, მაგრამ ასევე შიეძლება იარაღის მოძრაობაც, რომლის გადაადგილებაში რუსეთი დღეს შეზღუდულია, რადგან არ აქვს სარკინიგზო მაგისტრალი. ერთობლივად ეს ყველაფერი ხელს უწყობს რუსეთის ექსპანსიის გაფართოებას და საბოლოო ჯამში ოკუპაციის ლეგალიზებას.


_ბატონო მალხაზ, ამ ბოლო პერიოდში ძალინ დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია ანსამბლ ,,ერისიონის" გასტროლებმა მოსკოვში, კერძოდ კი ,,კრემლის სახელმწიფო დარბაზში". არსებობს მოსაზრება, რომ კულტურა არის ურთიერთობის აღდგენის საშუალება, საზოგადოების გარკვეული ნაწილი მიუთითებს, რომ კულტურა და ნებისმიერი სხვა სფერო გადის ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე...


_ჩემი აზრით, ევრაზიული კავშირის გეგმის ერთ-ერთი პუნქტი არის მსგავსი ხასიათის ღონისძიებები. საქმე იმაში გახლავთ, რომ რუსეთი ვერ შეძლებს ასე პირდაპირ საქართველოს შეყვანას ევრაზიულ კავშირში, ამისთვის საჭიროა ქართველი ერის ნება და ეს კარგად იცის თავად რუსეთმაც. ამიტომ ასეთი კაპიტულანტური ფსიქოლოგიის ჩამოყალიბებისკენ არის მიმართული ეს და სხვა მსგავსი ღონისძიებები, რომლებიც ასე მომრავლდა ჩვენში. აქეთკენ არის მიმართული ეს პოლიტკა და ამის გამოვლინება იყო ,,ერისიონის" კონცერტი კრემლში. როგორც მე გავიგე, დაგეგმილია იგივე ,,რუსთაველის თეატრის" და ანსამბლ ,,სუხიშვილის" გასტროლიც. არის საუბრები, რომ სირცხვილის დერეფანს მოუწყობენ მოსკოვიდან დაბრუნებულ ,,ერისიონს". ჩემი აზრით, ეს სირცხვილის დერეფანი უნდა მოვუწყოთ საქართველოს მთავრობას... მისი ნამოქმედარია ეს.


_რას გულისხმობთ?


_კარასინი და აბაშიძე რატომ შეხვდა ერთანეთს? სწორედ იქ დაიგეგმა ეს და მსგავსი უბედურებები. ამიტომ საზოგადოების სამიზნე სწორად უნდა იქნეს არჩეული, არა ერთი და ორი გაბრუებული თანამემამულის დევნა და სირცხვილის დერეფნები უნდა მოვაწყოთ, არამედ ქვეყნის მთავრობას მოვთხოვოთ შეწყვიტოს ეს უმსგავსოებები. მთავრობაა პასუხისმგებელი ამაზე. კულტურის სამინისტროს და მათ შორის მთავრობის ჯიბის პოლიტოლოგებს არ დაუმალავთ თავისი სიმპათიები ამ ტიპის აქციების მიმართ. ეს არის საერთო პოლიტიკა, თორემ, როგორ, ყველას ერთად დაესიზმრა გასტროლების ჩატარება და თანაც მაინცდამაინც მოსკოვში? სხვაგან არ ჰქონდათ წასასვლელი? ეს არის ორგანიზებული აქცია, რომელიც ხორციელდება საქართველოს და რუსეთის ხელისუფლების შეთანხმებით. ეს არის საქართველოს ორიენტაციის გაძლიერება რუსეთის მიმართულებით.


_ბატონო მალხაზ, იმ ფონზე, როცა საქართველოს ხელისუფლება რუსულ ქართული ურთიერთობების აღდგენისთვის რუსეთთან დიალოგის რეჟიმში გადასვლაზე საუბრობს, ყოფილი საბჭოთა დისიდენტი ვლადიმერ ბუკოვსკი ერთ-ერთ ჩეხურ გამოცემასთან ინეტრვიუში აღნიშნავს, რომ რუსეთი არასოდეს გავა საქართველოდან და ამის მტკიცება არის იდიოტიზმი...


_საქართველო დიალოგის რეჟიმში კი არ გადადის, საქართველო გადადის კაპიტულანტური მორჩილების რეჟიმში. უამრავი ფაქტი არსებობს იმისა, რომ რუსეთი გასულა მის მეირ დაკავებული ტერიტორიებიდან, ეს მოხდა აღმოსავლეთ ევროპაში, ეს მოხდა ავღანეთში და მათ შორის რუსული ჯარების დიდი ნაწილი გასულია საქართველოდანაც. აქ არის ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი და არ არის აუცილებელი მაინცდამაინც რუსეთის დაშლას ველოდოთ, რომელიც, როგორც იგივე ბუკოვსკი მიუთითებს გარდაუვალია... ეს არის საერთაშორისო თანამეგობრობის ზეწოლა რუსეთზე და უპირველესი ფაქტორი, რომელიც განაპირობებს ამას, ეს არის ქართველი ერის ნება, რომელიც, თავის მხრივ, აგრეთვე განაპირობებს საერთაშორისო ზეწოლის ხარისხს. თუ ჩვენ ვადგავართ ქვეყნის დეოკუპაციის კურსს, და ეს გახდება ძალიან ცხადი რუსეთისთვის, შესაძლოა საკითხი გადაწყდეს გაცილებით უფრო ადრე, ვიდრე რუსეთი დაიშლება. ამ გზით უნდა ვიაროთ, თორემ ლაქიაობით ჩვენ შეიძლება აღმოვჩნდეთ ძალიან ცუდ მდგომარეობაში, შეიძლება უფრო ადრე ჩამოგვენგრეს ყველაფერი, სანამ რუსეთი დაიშლება.

 


ანანო კვაჭანტირაძე
სააგენტო ,,ნიუპოსტი"

 





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42