აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები განათლების მინისტრთან შეხვედრას ითხოვენ
საზოგადოება - 15:23, 10 Mar, 2013     649

გადაწყვეტილება სტუდენტებმა მას შემდგე მიიღეს, რაც უნივერსიტეტში შემოწმების შედეგად უარყოფითი შეფასება გაკეთდა და აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციას გაუქმების საფრთხე შეექმნა.


სტუდენტთა საინიციატოვო ჯგუფმა ამასთან დაკავშირებით სპეციალური ბრიფინგი გამართა.


როგორც ცნობილია 3 იანვრიდან აგრარულ უნივერსიტეტში სპეციალური კომისიაა შესული, რომელიც უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხს სწავლობს და ცოტა ხანში შესაბამისი დასკვნა უნდა დაიდოს, სწორედ ამის გამო ითხოვენ სტუდენტები განათლების მინისტრთან გიორგი მარგველაშვილთან შეხვედრას, იმ მოტივით, რომ მინისტრი თავად გაეცნოს აგრარულ უნივერსიტეტში შექმნილ სასწავლო პირობებს.


,,ჩვენ გვაქვს ბევრი კითხვა და პირველ რიგში გვინდა, რომ თავად მინისტრი მოვიდეს აგრარულ უნივერსიტეტში და შეგვხვდეს აქ და არა ის, რომ ჩვენ მივიდეთ მასთან კაბინეტში. გვინდა თავად გაეცნოს უნივერსიტეტში სწავლის პროცესს და თავად გააცნობიეროს, რამხელა შეცდომა დაუშვეს, როცა საკითხი დადგა აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის შეჩერების შესახებ".


,,თუკი ავტორიზაცია გაუქმდება გამოდის, რომ ლექტორებს არ აქვთ უფლება ჩაატარონ სასწავლო პროცესი, ანუ სტუდენტები ვრჩებით ჰაერში. ამიტომ გვინდა, რომ მოვიდეს მინისტრი და თავის თვალით ნახოს, რომ შემდეგ სწავლის ხარისხზე მათ პრეტენზია არ გაუჩნდეთ, დაესწრონ ლექციებს, ნახონ ინფრასტრუქტურა აქ თავის თვალით და არა კაბინეტში დახურულ შეხვედრაზე", - აცხადებენ სტუდენტები.


საფუძველს მოკლებულს უწოდებს უნივერსიტეტის რექტორი უნივერსიტეტის შემოწმებას განათლების სტანდარტების ხარისხთან მიმართებაში:


,,3 იანვარს, ჩვენი აზრით რეალური საფუძველის გარეშე, მოულოდნელად შემოვიდა მონიტორინგის ჯგუფი, რომელმაც დაიწყო უნივერსიტეტის საქმინობის კომპლექსური რევიზია და უნივერსიტეტის შემოწმება განათლების სტანდარტების ხარისხთან მიმართებაში. საყოველთაოდ ცნობილია, რომ აგრარული უნივერსიტეტი ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, მეტიც, 2011 წელთან შედარებით ჩვენი სწავლების ხარისხი არის რადიკალურად გაუმჯობესებული და ბევრ სხვა უნივერსიტეტზე მაღალია. თუკი დღის წესრიგში დგას ავტორიზაციის ჩამორთმევის საკითხი, სამართლიანობა მოითხოვს, რომ ანალოგიურად გადახედილი იქნას სხვა უნივერსიტეტების სტანდარტებთან შესაბამისობა, რაშიც მე დარწმუნებული ვარ, რომ თუ სამართლიანად მივუდგებით საკითხს, შეიძლება 2-3 უნივერსიტეტი დარჩეს საქართველოში", - განაცხადა აგრარული უნივერსიტეტის რექტორმა ლაშა გოცირიძემ.


ხვალ 19:00 საათზე ჩანიშნულია სპეციალური საბჭოს სხდომა, სადაც გადაწყდება, ექნება თუ არა მომავალში აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია. სტუდენტები განათლების სამინისტროსგან პასუხს ხვალ დილამდე ელოდებიან.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42