ერევანი ბაქოს ბოლო დღეებში მომხდარი შეტაკებების გამო მძიმე შეიარაღების გამოყენებით ემუქრება. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ გამოყენებული იქნება სამხედროები საარტილერიო და სარაკეტო სისტემები. გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნა მიღებული, რაც აზერბაიჯანულმა მხარემ ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რამდენჯერმე გამოიყენა არტილერია“, - ნათქვამია განცხადებაში.
აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ 25 სექტემბერს მთიანი ყარაბახის კონფლიქტურ რეგიონში მომხდარი შეტაკებების დროს დაიღუპა 5 და დაიჭრა 19 ადამიანი. სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, აზერბაიჯანის მხრიდან დაიღუპა ერთი და დაიჭრა სამი სამხედრო მოსამსახურე. დანარჩენი დაღუპული და დაჭრილი სამხედრო მოსამსახურე სომხეთის მხრიდანაა.
მასალის გამოყენების პირობები






