სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგების დროს აღნიშნა, რომ საჭიროა ქვეყნისთვის ლოცვის გაძლიერება და დასძინა, რომ შეეცდება, ყოველდღე დაესწროს პარაკლისს:
"ვფიქრობ, მთელი მცხეთა-თბილისის სამღვდელოებაც უნდა მოვიდეს, რომ ქვეყნისთვის ვილოცოთ", - განაცხადა პატრიარქმა.
პატრიარქის გადაწყვეტილება ძალაში ორშაბათიდან შედის. დამატებით მიღებულია გადაწყვეტილება იმის შესახებაც, რომ სამშაბათობით აღევლინება წმინდა სამების პარაკლისი ბავშვებისთვის. პატრიარქის თქმით, ეს ბავშვების დღე იქნება. ოთხშაბათობით ჯვრის პარაკლისი ავადმყოფებისთვის, ხოლო ხოლო ხუთშაბათს წმინდა ღვთისმშობლის პარაკლისი ეკლესიის კეთილდღეობისა და ერის სიმშვიდისთვის, ხოლო პარასკევს ყოველთა წმინდანთა პარაკლისი იქნება აღვლენილი. შაბათს პარაკლისი მიცვალებულთათვის, ხოლო კვირას წმინდა სამების პარაკლისი მსოფლიოში მშვიდობისთვის:
"თქვენ იცით რამდენად არეულია მსოფლიო, მსოფლიოს მშვიდობისთვის ლოცვის გაძლიერება აუცილებელია",- აღნიშნა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






