15 წლის ასაკში გოგონამ მოდელობა გადაწყვიტა და საკუთარი კანდიდატურა რეკლამისთვის სპორტულ ბრენდებს - Volcom, Nike-სა და Rip Curl-ს შესთავაზა, თუმცა არცერთმა ბრენდმა მასთან კონტრაქტის დადება არ ისურვა. კასტინგების პროცესში კი ქანია თეთრეულის ერთ-ერთმა მწარმოებელმა ბრენდმა (ბრენდი არ სახელდება) შეამჩნია და მასთან კონტრაქტი გააფორმა. მას შედგეგ გოგონა რადმენიმე რეკლამაში გადაიღეს. ცოტა ხნის წინ ის Billabong-ის სპორტული ტანსაცმლის ფოტოსესიაში გამოჩნდა.
„დეილი მეილის“ ინფორმაციით, სესერი საკუთარ მშობლებს არ იცნობს, რადგან გოგონა დაბადებისთანავე ტაილანდშ, ბუდისტურ მონასტერში დატოვეს. გამოცემის თანახმადვე, მოდელი 2018 წლის პარაოლიმპიადისთვის ემზადება. სესერი სერფინგით არის გატაცებულია. აღსანიშნავია, რომ გადაადგილებისთვის ის არა ეტლს, არამედ საკუთარ ხელებსა და სკეიტბორდს იყენებს. სესერის თქმით, მისი მთავარი გულშემატკივარი მისი ბოიფრენდია, რომელსაც ერთი თვეა ხვდება.




მასალის გამოყენების პირობები






