მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეები აღნიშნავენ, რომ ორივე მხარე არტილერიასა და მძიმე შეიარაღებას საცხოვრებელ რაიონებში იყენებს, რაც მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვას განაპირობებს. მსგავს ქმედებებს ეუთო მიუღებელს უწოდებს.
მინსკის ჯგუფმა დაღუპულთა ოჯახების წევრებს მიუსამძიმრა და კონფლიქტში ჩართულ მხარეებს შემდგომი ესკალაციისგან თავის შეკავებისგენ მოუწოდა. ეუთო-ში იმედოვნებენ, რომ სომხეთის და აზერბაიჯანის წარმომადგენლები აღნიშნულ საკითხზე ნიუ-იორკში იმსჯელებენ. ბოლო დღეებში სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება გამწვავდა. ორივე ქვეყნის სამხედროებმა ერთმანეთის ბლოკპოსტებისა და დასახლებული პუნქტების მიმართულებით ცეცხლი რამდენიმეჯერ, რასაც რამდენიმე ადამიანის, მათ შორის მშვიდობიანი მოსახლეების სიცოცხლე ემსხვერპლა. კონფლიქტში ჩართული მხარეები მომხდარზე პასუხისმგებლობას ერთმანეთს აკისრებენ.
მასალის გამოყენების პირობები






