აშშ-ის პრეზიდენტი, ბარაკ ობამა და მისი რუსი კოლეგა, ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს ორშაბათს, ნიუ-იორკში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში შეხვდებიან.
ამის შესახებ ინფორამციას პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი ავრცელებს. მისი თქმით, ორი ქვეყნის გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოვა, შეხვდება გაეროს გენერალურ მდივანს, ბან კი მუნს და მხოლოდ ამის შემდეგ შედგება ბარაქ ობამასა და სინძო აბესთან მისი შეხვედრა.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში ბარაკ ობამა და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. როგორც "როიტერი" აღნიშნავს, შეხვედრის ინიციატორი რუსეთის პრეზიდენტი იყო.
პესკოვის თქმითვე, ვლადიმერ პუტინი გაეროს გენერალური ასამბლეის სხდომაზე სიტყვით გამოსვლის შემდეგ , გაეროს გენერალურ მდივანს, პან კი მუნსა და იაპონიის პრემიერს, სინძო აბესაც შეხვდება.
მასალის გამოყენების პირობები






