„ძალიან გახარებული ვარ, დამიბრუნეს მანქანა, უფრო სწორად, მიბრუნებენ, რაღაც პროცედურა არის დასასრულებელი. მანქანის დაბრუნებას ველოდებოდი, რადგანაც მთავრობა შეიცვალა და შეგვპირდნენ, რომ დაგვიბრუნებდნენ, შესაბასმისად, მეც ველოდი, როგორც ყველა. აღდგა სამართლიანობა და ჩემი უკანონოდ წართმეული მანქანა დამიბრუნდა“, - განაცხადა გივი ღუჭაშვილმა.
პროკურატურის ინფორმაციით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი თანამდებობის პირმა, 2010 წლის 09 თებერვალს თავისთან დაიბარა თაღლითობისათვის ბრალდებული გივი ღუჭაშვილი და გადასცა თავდაცვის მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ ძიმცეიშვილის მოთხოვნა, რომ მისი კუთვნილი „ნისან მურანოს“ მარკის ავტომანქანა - თავდაცვის სამინისტროსათვის უსასყიდლოდ გადაეცა. ნიკოლოზ ძიმცეიშვილისვე გადმოცემით აღნიშნულის შესრულების შემთხვევაში გივი ღუჭაშვილს გაუფორმდებოდა საპროცესო შეთანხმება პირობით მსჯავრზე, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კვლავ დააკავებდნენ. განხორციელებული ზეწოლის შედეგად, გივი ღუჭაშვილმა უსასყიდლოდ გადაუფორმა ავტომანქანა თავდაცვის სამინისტროს, რომლითაც სარგებლობდნენ სამხედრო პოლიციის თანამდებობის პირები. მოგვიანებით მასთან გაფორმდა საპროცესო შეთანხმება, რომლის მიხედვითაც განესაზღვრა პირობითი მსჯავრი და ჯარიმა 5000 ლარი.
მასალის გამოყენების პირობები






