ამის მიუხედავად, ფოტო ელვის სისწრაფით გავრცელდა და უამრავმა მომხმარებელმა თუ გვერდმა გაიზიარა. "თბილისის ფორუმის" იუზერების განცხადებით, მსგავსი წერილი "ფეისბუქში" "ერისიონს" არ გამოუქვეყნებია, თუნცა, ნაწილი თვლის, რომ იგი, უბრალოდ, წაშალეს.
"ნიუპოსტი" გთავაზობთ ინტერნეტში გავრცელებულ ფოტოსქრინსა და ტექსტს, რომელიც "ერისიონს" მიაწერეს:
"არა და არ წყდება პოლემიკა ჩვენი ანსაბლის რუსეთში გასამართ კონცერტთან დაკავშირებით. გუშინ ამ ფაქტს ცალკე გადაცემა დაუთმო ტელეკომპანია ,,იმედის" თოქშოუ ,,ღია ეთერმა".
დაახლოებით სამი საათის განმავლობაში საზოგადო მოღვაწეები, პოლიტიკოსები, სტუდენტები თუ სხვა წრეების წარმომადგენლები ცხარე დისკუსიაში ჩაერთნენ.
თუმცა ჩვენთვის, ,,ერისიონისთვის" ყველაზე მნიშვნელოვანი ხალხის აზრი გამოდგა- ინტერაქტივმა აჩვენა რომ მოსახლეობის 75 პროცენტი ჩვენს ნაბიჯს დადებითად აფასებს!
რასაკვირველია, ეს ფაქტი ბიძგს გვაძლევს- რუს მაყურებელ ვპირდებით, რომ ჩვენი კონცერტი ერთ-ერთი დასამახსოვრებელი ფეერიული მოგონება გახდება!
უნდა ითქვას რომ ჩვენ მართმადიდებელი ძმების დადებით იმპულსებს უკვე ვგრძნობთ!
ჩვენმა ხელმძღვანელმა ჯემალ ჭკუასელმა ბატონ ვლადიმერ პუტინისგან მიიღო თბილზე თბილი წერილი, რომლის ერთი პწკარის წაკითხვაც საკმარისია იმის შესაგნებად, თუ რაოდენ დიდია პატივისცემა ,,ერისიონისადმი": ,,ბატონო ჯემალ, მოუთმენლად ველი იმ დღეს, როცა თქვენი დასი მოსკოვში თავის შესანიშნავ პროგრამას წარმოადგენს! მიგულეთ თქვენს მეგობრად სიცოცხლის ბოლომდე-თქვენთვის ჩემი სამსახურისა და სახლის კარი მუდამ ღია იქნება!"
ამას გარდა, ცნობილი გახდა ისიც, რომ ბატონი ვლადიმერი ჯემალ ჭკუასელს დააჯილდოვებს ,,რუსული პრემიით" რომელიც კულტურის სფეროში მოღვაწეებს რუსული კულტურის განვითარებისთვის გადაეცემათ!"
რედაქტორისგან: აღსანიშნავია, რომ "რუსული პრემია", რომელიც თითქოსდა, "ერისიონის" მიმართვაშია აღნიშნული, რუსეთის პირველი პრეზიდენტის ბორის ელცინის მიერ დაწესებული პრემიაა. ის მხოლოდ ლიტერატურის დარგში გაიცემა და მისი მფლობელი, შესაძლოა, გახდეს რუსეთს გარეთ, ნებისმიერ ქვეყანაში მცხოვრები ლიტერატორი, რომელიც წერს რუსულად. ხელოვნების სფეროს წარმომადგენლებისთვის "რუსული პრემიის" გადაცემის პრეცენდენტი არ არსებობს.
მასალის გამოყენების პირობები






