აქციაზე, სადაც „ერეკლე მეორის საზოგადოების“ წევრები სამხედრო ნეიტრალიტეტს მოითხოვდნენ, დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს აქციის მონაწილეები და „თავისუფალი ზონის“ წევრები დაუპირისპირდნენ. „ზონის“ წევრებმა ის ლოზუნგები გააპროტესტეს, რომელსაც აქციის მონაწილეები აფიქსირებდნენ. მომხდარის გამო "თავისუფალი ზონის" ერთი წევრი დააკავეს. დაკავებული პირი განყოფილებაში გადაიყვანეს.
როგორც „ნიუპოსტს“ შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით მოხდა, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ადგილზე „ერეკლე მეორის საზოგადოების“ წევრები არიან შეკრებილი. ისინი მოითხოვენ, რომ ქვეყანამ სამხედრო ნეიტრალიტეტი გამოაცხადოს.
მასალის გამოყენების პირობები






