თვითმკვლელი ტერორისტის სიცოცხლის ბოლო წუთებმა მსოფლიო მედია მოიცვა.
კადრებზე, რომელიც ინტერნეტში გავრცელდა, ბოლო დავალების წინ ახალგაზრდა მებრძოლის ემოციებია აღწერილი. ვიდეოჩანაწერზე ისმის, ჯაფარ ალ-ტაიარს რაზმის მეთაური დანაღმულ მანქანაში ჩაჯდომისა და მოწინააღმდეგის ობიექტის აფეთქების ბრძანებას აძლევს. უკანასკენილი ბრძანების შესრულებამდე ბიჭს შეშინებული სახე აქვს და ტირის კიდევაც. ერთ-ერთი მებძოლი მას უზბეკურ ენაზე ამხნევებს და მძიმე წუთებში ალაჰზე ფიქრს ახსენებს.
„მე უბრალოდ მეშინია, რომ ვერ შევძლებ“ - პასუხობს ჯაფარი, თუმცა მან ამოცანა შეასრულა. კიდევ ერთი კადრი დიდი აფეთქების შედეგად გამოწვეულ კვამლს აღწერს.
ბრიტანული მედიის ინფორმაციით, სირიის ქალაქ ფუაში 6 მსგავსი აფეთქება ტერორისტულმა ორგაინიზაცია „ჯაბჰატ ალ-ნუსრამ“ განახორციელა.


მასალის გამოყენების პირობები






