ამ კითხვაზე პასუხი bloomberg-მა „რობინ ჰუდის ინდექსის“ მეშვეობით გასცა, რომლის თანახმადაც საქართველო მე-11 პოზიციაზე აღმოჩნდა.
ინდექსის თანახმად, საქართველოს ერთადერთი მილიარდერის, ბიძინა ივანიშვილის ქონება 6 მილიარდ დოლარს შეადგენს და ამ თანხის ღარიბ მოსახლეობაზე გადანაწილების შემთხვევაში, თითოეულს 13 756 დოლარი შეხვდება, მთლიანი შიდა პროდუქტი კი ერთ სულ მოსახლეზე ქვეყანაში 3 699 დოლარი იქნება.
ინდექსის შედგენისას „ბლუმბერგმა“ რადიკალურად განსხვავებული დემოკრაფიული და ეკონომიკური პირობების მქონე 42 ქვეყანა დაითვალა. „ბლუმბერგის“ ეკონომისტები მონაცემების დათვლისას „ბლუმბერგის მილიარდერთა ინდექსს“ და CIA World Factbook-ს დაეყრდნენ.
"რობინ ჰუდის ინდექსში“ პირველი ადგილი ერგო კვიპროსს - თუ კვიპროსის ყველაზე მდიდარი ადამიანი ჯონ ფრედრიკსენი, რომლის ქონებაც 15 მილიარდი დოლარია, ქვეყნის ღარიბ მოსახლეობას ქონებას გადაუნაწილებს, მაშინ ყოველი ღარიბი კვიპროსელი 45 987 დოლარს მიიღებს. ბოლო ადგილზე კი ინდოეთია - თუკი მუქეშ ამბანი საკუთარ 22 მილიარდს მოსახლეობას გაუნაწილებს, თუთოეულს 59 დოლარი შეხვდება.


მასალის გამოყენების პირობები






