„ისევ ტყებუჩავა წარადგინეს, კენჭი უყარეს“ - რომან ფიფიამ აღმასკომი უკანონობაში დაადანაშაულა
სპორტი - 18:01, 23 Sep, 2015     1620
თბილისის „დინამოს“ პრეზიდენტმა რომან ფიფიამ ფეხბურთის ფედერაციის აღმასკომი უკანონობის დაკანონებაში დაადანაშაულა და სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვა.

აღმასკომის სხდომაზე, სადაც გურიის რეგიონული ფედერაციის დელეგატის საკითხი განიხილებოდა, ფიფიას განცხადებით, კენჭი ისევ გურიის რეგიონული ფედერაციის პრეზიდენტის მიერ წარდგენილ დელეგატ გოჩა ტყებუჩავას ეყარა. ფიფიას თქმით, ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები ჩანს.

„ამ უკანონობის „გაპრავებას“ ხელს ვერ მოვაწერ. ისევ ტყებუჩავა წარადგინეს, კენჭი უყარეს და ახლა ამაზე მიდის მსჯელობა. იქ იყო მოწვეული ასევე იურისტი, რომელმაც განმარტა, რომ კახა ებრალიძეს აქვს უფლება, პირდაპირ წარადგინოს დელეგატი. მე ვიცი, რომ ამის უფლება მას კანონით არ აქვს. ამდენი ხანია ხალხი ებრალიძეს დასდევს და ვერ ნახეს. ამ სიტუაციაში არ მინდა ვინმეს შეურაცხყოფა მივაყენო, თუმცა ეს არის უკანონიბის დაკანონება და ეს არის ახლოს სისხლის სამართალთან“, - განაცხადა ფიფიამ.

კითხვაზე, განიხილა თუ არა აღმასკომმა რაჭა-ლეჩხუმის ფედერაციის აღმასკომის 4 წევრის განცხადება, სადაც ისინი ამბობდნენ, რომ მათთვის უცნობი იყო, თუ როდის ტარდებოდა აღმასკომის სხდომა, ფიფიამ განაცხადა, რომ ის ამ საკითხის განხილვას არ დაესწრო.

„მე არ დავრჩი რაჭა-ლეჩხუმის თემაზე მხოლოდ იმიტომ, რომ იქ ისევ ეს თემა იქნება. როგორც ვიცი, არასამთავრობოები პროკურატურაში ამ საკითხზე განცხადების შეტანას აპირებენ. კარგი იქნებოდა, ზვიად სიჭინავას ახალი საპრეზიდენტო არჩევნების დასახელების პარალელურად, აღმასკომის არჩევნების თარიღიც დაენიშნა. ყველა ადამიანმა თავის ქმედებაზე პასუხი უნდა აგოს. ეს ვუთხარი დღეს მე ჩემ კოლეგებს“, - განაცხადა ფიფიამ.

მისი თქმით, აუცილებელია ჩატარდეს აღმასკომის არჩევნები. ასევე, უნდა იქნას განხილული ძველი 4 წელი, თუ რა პირობებში იღებდა გადაწყვეტილებებს აღმასკომი, ასევე ახალი ბიუჯეტის თემაც და ა.შ.

ფიფიას თქმით, აღმასკომის სხდომაში მონაწილეობას, ის მხოლოდ ახალი აღმასკომის არჩევის შემდეგ მიიღებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42