მორიგი შეტევა თავისუფალ მედიაზე - თურქეთში კიდევ ერთი ჟურნალისტი დააკავეს
მსოფლიო - 11:53, 23 Sep, 2015     1413

თურქეთში თავისუფალ მედიაზე შეტევა და ჟურნალისტების დაკავება გრძელდება. გაზეთ „ბუგუნ“-ის ჟურნალისტი და მწერალი გულთექინ ავჯი, მის მიერ გამოქვეყნებული 7 საგაზეთო სტატიის გამო, „გადატრიალების მოწყობის“, „ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბებასა და მისი მართვის“ და „ჯაშუშობის“ ბრალდებით დააკავეს. ავჯი, საკუთარ სტატიებში ერდოღანის ხელისუფლებასა და მის ქმედებებს აკრიტიკებდა. ჟურბალისტი ქალაქ იზმირში დააკავეს და სტამბოლში გადაიყვანეს, სადაც ჩვენების ჩამორთმევის გარეშე ბრალდების მხარემ პირდაპირ სასამართლოს გადასცა. სასამართლომ კი მისი დაკავების გადაწყვეტილება მიიღო.

გულთექინ ავჯის ადვოკატის, ფიქრეთ დურის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ არსებული ბრალდებების დამამტკიცებელი საბუთი არ არსებობს.

„ავჯის დაპატიმრება თვალსაჩინო მაგალითი იმისა, თუ რა მდგომარეობაშია თურქეთის სასამართლო სისტემა. ქვეყანაში კანონმა ძალა დაკარგა“ - აღნიშნა ადვოკატმა.

შეგახსენებთ, გასულ კვირას ცნობილი ოპოზიციონერი ჟურნალისტების ჰასან ჯემალი და აჰმეთ ალთანის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. თვის დასაწყისში, პოლიციამ რეჯეპ ტაიპ ერდოღანის ყველაზე დიდი „მტერი“, თავისუფალი მედიის ერთ-ერთი ძლიერი მედია ჯგუფის, Koza Ipek Holding-ის სათაო ოფისი , ასევე ჟურნალი „ნოქთა“ დაარბია. რედაქციისა დარბევას წინ ერდოღანის „სელფით“ გამოქვეყნებული სტატია უძღვოდა. ჟურნალის უკანასკნელ ნომრის გარეკანზე, პრეზიდენტი ერდოღანია გამოსახული, რომელიც ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენების შედეგად ტერორისტების მიერ დაცხრილული ჯარისკაცების დაკრძალვის ცერემონიაზე სელფის იღებს. ჩაფანის განცხადებით, ეს ფოტომონტაჟია, რომლის ინსპირაციის წყარო 2013 წელს ერაყის ომთან დაკავშირებით გავრცელებული ტონი ბლერის ფოტომონტაჟი გახდა. ამავდროულად, თურქეთის საგამოძიებო სამსახურმა ერთ-ერთი უმსხვილესი მედიაჰოლდინგ Dogan Media Holding-ის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო. თურქული მედიის ცნობით, ჰოლდინგი ტერორიზმის პროპაგანდაშია ეჭვმიტანილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42