სასამართლომ გია სოსანაშვილის საქმეზე დღეს ბრალდების მხარის 5 მოწმე დაკითხა, მათ შორის გენერალური ინსპექციის ოპერატიული უზრუნველყოფის სამმართველოს უფროსი რიონ ასანიძე, რომელსაც სოსანაშვილი დნმ-ის ანალიზის გაყალბებაში ადანაშაულებს.
აღნიშნულ ინფორმაციას ასანიძე უარყოფს და ამბობს, რომ გია სოსანაშვილი კაბინეტში სულ სხვა საქმეზე ჰყავდა დაბარებული.
„ყველაფერი, რაც სოსანაშვილმა თქვა, ტყუილი და სისულელეა. სოსანაშვილს მოუვიდა შელაპარაკება ერთ-ერთი პიროვნებასთან და ამ საკითხზე მქონდა საუბარი კაბინეტში“, - განაცხადა ასანიძემ.
დღევანდელი პროცესი ვაზაგაშვილის ოჯახის წევრებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს. ისინი მკვლელობის შემკვეთების გამოვლენას ითხოვენ.
შეგახსენებთ, ვაზაგაშვილის მკვლელობაში ბრალდებული გია სოსანაშვილი ამბობს, რომ რიონ ასანიძემ საკუთარ კაბინეტში მას დნმ-ის ანალიზი მოტყუებით აუღო, რის შემდეგაც ის ასაფეთქებელ მოწყობილობაზე გადაიტანეს.
მასალის გამოყენების პირობები






