ამავდროულად, დედაქალაქ უაგადუგუში ტანკები შევიდნენ. გავრცელებული ცნობით, სამთავრობო არმიის ნაწილებმა მეამბოხეებთან იარაღის ჩაბარების შესახებ მოლაპარაკებები დაიწყეს.
ბურკინა-ფასოში სამთავრობო კრიზისი 2014 წლის ოქტომბერში, პრეზიდენტ ბლეზ კომპაორეს გადაყენების შემდეგ დაიწყო. რამდენიმე დღის წინ კი, სამთავრობო არმიისა და სხელმწიფო დაცვის წევრებმა ქვეყნის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, მიშელ კაფონდო, პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები მძევლად აიყვანეს, თუმცა უვლებლად გაათავისუფლეს.
გავრცელებული ინფორმაციით, კაფანდო ამჟამად ბურკინა-ფასოში საფრანგეთის ელჩის რეზიდენციაში ცხოვრობს.
უკანასკნელი ოთხი დღის განმავლობაში, სამხედრო გადატრიალების მოწინაღმდეგეებსა და ჯარისკაცებს შორის მომხდარი შეტაკებების შედეგად დაიღუპა10, ხოლო დაშავდა 100-მდე ადამიანი.
მასალის გამოყენების პირობები






