ამის შესახებ სტოლტენბერგმა უკრაინაში ოფიციალური ვიზიტისას განაცხადა.
„ეს არის ჩემი პირველი ოფიციალური ვიზიტი გენერალური მდივნის რანგში, რომელიც უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭრის სიმბოლოა. ჩვენს მხარს ვუჭერთ მინსკის შეთანხმების სრულ შესრულებასაც“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.
მისივე თქმით, ნატო უკრაინის აღმოსავლეთში დაგეგმილ ე.წ. არჩევნებს არ აღიარებს.
"ეს ყალბი არჩევნები იქნება და მათ ალიანსის არც ერთი წევრი სახელმწიფო არ აღიარებს" - დასძინა გენერალურმა მდივანმა.
უკრაინაში ადგილობრივი არჩევნები 25 ოქტომბერს ჩატარდება, თუმცა, ქვეყნის აღმოსავლეთში მყოფი სეპარატისტები საარჩევნო პროცესში მონაწილეობას არ აპირებენ. დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ხელმძღვანელობა არჩევნების ჩატარებას 18 ოქტომბერს, ლუგანსკის თვითაღიარებული რესპუბლიკა კი - 1 ნოემბერს გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






