არაბთა გაერთიანებული საამიროების პრემიერ-მინისტრისა და ვიცე-პრეზიდენტის ვაჟი, დუბაის პრინცი შეიხი რეშიდ ბენ მუჰამედ ალ-მაკტურმი არა გულის შეტევით, არამედ იემენში თავდასხმის შედეგად, დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას ირანული გამოცემა „ფარსი“ წყაროზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის თანახმად, პრინცი და რამდენიმე სამხედრო იემენში, მარიბის პროვინციაში იემენის რევოლუციური ძალების თავდასხმას ემსხვერპლნენ. „ინფორმაცია, მისი გულის შეტევით გარდაცვალების შესახებ მიზნად მოსახლეობის მოტყუებას ისახავს, რომლებიც იემენიდან არაბთა გაერთიანებული საამიროების ჯარების გაყვანას ითხოვენ“ - ნათქვამია სტატიაში.
33 წლის პრინცის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია გუშინ გავრცელდა. შეიხი რეშიდ ბენ მუჰამედ ალ-მაკტურმი ბიზნესით იყო დაკავებული. ჟურნალმა "ფორბსმა" 2010 წელს მისი ქონება 1.9 მილიარდ დოლარად შეაფასა.
მოჰამედ ბინ რაშიდ ალ-მაკტუმი დუბაის პრინცი და არაბეთის გაერთიანებული ემირატების ტახტის ერთ-ერთი მთავარი მემკვიდრე იყო. პრინცმა პირველადი განათლება კერძო სკოლაში მიიღო, ხოლო შემდეგ სწავლა ბრიტანეთის სამხედრო სასწავლებელსა და ლონდონის ეკონომიკურ კოლეჯში განაგრძო. 33 წლის შეიხი დუბაის ქალაქის საბჭოს ხელმძღვანელის მოადგილისა და სპორტული პრეზიდენტის პოსტებს იკავებდა. წერდა ლექსებსაც.
მასალის გამოყენების პირობები






